დიმიტრი ხუნდაძე: ამერიკული კანონის ანალოგი იმ საფრთხისგან იცავდა საქართველოს, რაც უკვე მერამდენედ გამოავლინეს ჩვენმა სპეცსამსახურებმა, სწორედ ასეთი ფაქტების გამოვლენის შიშით მოინათლა „წაუკითხავი კანონი" რუსულად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 23 ოქტომბერი 2023, 16:17

ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე ამერიკული კანონის, „Fara"-ს ანალოგის ჩაგდებით გამოწვეულ შედეგებთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ეს ინიციატივა საფრთხისგან იცავდა საქართველოს.

„ჩვენს მიერ გაზაფხულზე ინიცირებული ამერიკული კანონის „Fara"-ს ანალოგი, რომელსაც დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იღებენ, იმ საფრთხისგან იცავდა საქართველოს, რაც უკვე მერამდენედ გამოავლინეს ჩვენმა სპეცსამსახურებმა. პოლიტიკური ქველმოქმედება რევოლუციის სასარგებლოდ - აი, ეს არის ხშირად უცხოური დაფინანსების რეალური მიზანი უკვე გამოვლენილი ფაქტების შესახებ. თუმცა, ვინ იცის, კიდევ რამდენია მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც ჯერ ვითომცდა უმტკივნეულო ტრენინგებით ასწავლის ახალგაზრდებს რევოლუციის მოხდენას, სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას და შემდეგ, თუკი ვინმე დააკავეს, აფინანსებენ კიდეც. აღარაფერს ვამბობ, თავად ამ პირების შესაძლო პირად დაფინანსებაზეც.

სწორედ ასეთი ფაქტების გამოვლენის შიშით მოინათლა "წაუკითხავი კანონი" რუსულად, რათა საზოგადოებას მისსავე სასარგებლოდ არ სცოდნოდა სიმართლე. წესი კი წესად რჩება, „ჭირი საკუთარ თავს ვერ მალავს“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი