ნინო ფოჩხუა: USAID და სოროსის ფონდი აფინანსებს "შავი ფულით" პარლამენტში შევარდნის, პოლიციელების მანქანების დაზიანების, მოლოტოვის კოქტეილების მსროლელების ჯარიმების გადახდას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 23 ოქტომბერი 2023, 13:21
გარდა იმისა, რომ ვიცოდით, უცხოელი აქტორების მხარდაჭერის შესახებ ქვეყანაში არეულობის მოწყობის დაფინანსებაში, გუშინ კიდევ უფრო უარესი დამტკიცდა. USAID-ი და სოროსის ფონდი აფინანსებს "შავი ფულით" (რადიკალური GDI-ის ვებგვერდზე არსად არ იძებნება პროექტი, რომლისთვისაც ჩაირიცხა გარკვეული თანხა) პარლამენტში შევარდნის, პოლიციელების მანქანების დაზიანების, მოლოტოვის კოქტეილების მსროლელების ჯარიმების გადახდას,  - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ამ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, კიდევ უფრო ნათელი გახდა თუ რატომ უწევდნენ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები წინააღმდეგობას უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას. 

"ის რაც გუშინ "იმედის კვირის" ეთერში ვიხილეთ, გამაოგნებელია. გარდა იმისა, რომ ვიცოდით უცხოელი აქტორების მხარდაჭერის შესახებ ქვეყანაში არეულობის მოწყობის დაფინანსებაში, გუშინ კიდევ უფრო უარესი დამტკიცდა. USAID-ი და სოროსის ფონდი აფინანსებს "შავი ფულით" (რადიკალური GDI-ის ვებგვერდზე არსად არ იძებნება პროექტი, რომლისთვისაც ჩაირიცხა გარკვეული თანხა) პარლამენტში შევარდნის, პოლიციელების მანქანების დაზიანების, მოლოტოვის კოქტეილების მსროლელების ჯარიმების გადახდას. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. აი რატომ უწევდნენ წინააღმდეგობას მდიდარი ენჯეოების წარმომადგენლები მარტის აქციებისას გამჭვირვალეობის კანონის მიღებას, რასაც მათი სპონსორებიც მხარს უბამდნენ. გუშინდელი ეს სკანდალი კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რა როლი ჰქონდათ უცხოელებს მარტის ძალადობრივ აქციებში. რაც შეეხება კოლექტიურ ლომჯარიებს, რაც არ უნდა უადგილო სარკაზმით აცხონ პოსტები მსგავსი ფაქტების გასანეიტრალებლად, ფაქტებს ვერაფერს მოუხერხებენ. ისინი და მათი სპონსორები ძირს უთხრიან ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიის განვითარებას, ამის პატიება კი არ შეიძლება და ხალხი პასუხს არჩევნებზე გასცემს," - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი