დავით ქართველიშვილი: თეირანის სამიტის მონაწილენი ეცდებიან დაიყოლიონ სომხეთის დელეგაცია ზანგეზურის საკითხის გადაწყვეტა მოაქციონ სამშვიდობო და კონსტრუქციულ კალაპოტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
293 22 ოქტომბერი 2023, 21:02
მე მესმის ჩვენი ხელისუფლების პოზიციისა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თეირანის სამიტი მთლიანად ეძღვნება სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკას - ანუ საქართველოსაც, სადამკვირვებლო დონეზე ამბის გამგებ და ჩამომტანს მაინც გავაგზავნიდი ირანში, მიუხედავად იმისა, რა მოსაზრება ექნებოდა ამაზე დეკანოიძეს, მაჭუტაძეს თუ ბუჩუკურს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ქართველიშვილი თქმით, სამიტის მონაწილენი ეცდებიან დაიყოლიონ სომხეთის დელეგაცია ზანგეზურის საკითხის გადაწყვეტა მოაქციონ სამშვიდობო და კონსტრუქციულ კალაპოტში.




„ხვალ ნომინალურად "ვითვლებით", რომ თეირანის "3+3"-ს სამიტის ფორმატში "მონაწილეობას ვიღებთ", თუმცა იქ ტრადიციულად არ ვიქნებით. 23 ოქტომბრის სამიტში სალომე ზურაბიშვილის და გიგი წერეთლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პოლიტიკოსი და დიპლომატი სერგეი ლავროვი მიიღებს მონაწილეობას.

თუმცა, ამ ჯერზე თეირანის სამიტზე უნდა გადაწყდეს სომხეთის, უფრო სწორად  ზანგეზურის დერეფნის საკითხი. სამიტის მონაწილენი შეეცდებიან დაარწმუნონ სომხეთის ხელისუფლება, რომ ზანგეზურის "უკრაინიზაციის" საკითხი წამგებიანი იქნება სომხეთისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ საწინააღმდეგო მოსაზრებაც არ უნდა ჩამოუყალიბოს ამაში ერევანს ვაშინგტონმა.

სამიტის მონაწილენი ეცდებიან დაიყოლიონ სომხეთის დელეგაცია ზანგეზურის საკითხის გადაწყვეტა მოაქციონ სამშვიდობო და კონსტრუქციულ კალაპოტში, ვინაიდან საომარი მოქმედებების შემთხვევაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სომხეთის ჯარს წარმატების ნულოვანი პერსპექტივები აქვს. 

მე მესმის ჩვენი ხელისუფლების პოზიციისა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თეირანის სამიტი მთლიანად ეძღვნება სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკას - ანუ საქართველოსაც, სადამკვირვებლო დონეზე ამბის გამგებ და ჩამომტანს მაინც გავაგზავნიდი ირანში, მიუხედავად იმისა, რა მოსაზრება ექნებოდა ამაზე დეკანოიძეს, მაჭუტაძეს თუ ბუჩუკურს“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი