230
21 ოქტომბერი 2023, 14:28
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აუჯანყდა ზელენსკის მისი ყოფილი სპიკერი არესტოვიჩიც, რომელმაც ქვეყანა და მისი ხელისუფლება კორუფციასა და ათას უბედურებაში დაადანაშაულა. აქტიურად მუშაობს მექრთამეობა-კორუფციის გამოვლენის ფრონტზე ამერიკელების შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ), თვე არ გადის, ხმაურიანი დაჭერების შესახებ ინფორმაცია არ მივიღოთ.
„საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები პრეზიდენტ ზელენსკის გარშემო ოპტიმიზმის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა. ამის დამადასტურებელი რამოდენიმე ფაქტორი გავიხსენოთ: სექტემბერში აშშ-ში რბილად რომ ვთქვათ მისი "ნელთბილი" მიღება, ოქტომბერში ჯერ რუმინეთის პარლამენტში ზელენსკის სიტყვით გამოსვლის ჩაშლა, ისრაელში მისი ვიზიტისთვის ფაქტიური უარის თქმა, მაშინ როდესაც თელავივს უპრობლემოდ ეწვია რამოდენიმე ევროპელი ლიდერი და ამერიკის პრეზდენტი და ა.შ.
აუჯანყდა ზელენსკის მისი ყოფილი სპიკერი არესტოვიჩიც, რომელმა ქვეყანა და მისი ხელისუფლება კორუფციასა და ათას უბედურებაში დაადანაშაულა. აქტიურად მუშაობს მექრთამეობა-კორუფციის გამოვლენის ფრონტზე ამერიკელების შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ), თვე არ გადის, ხმაურიანი დაჭერების შესახებ ინფორმაცია არ მივიღოთ.
სკანდალის ფონზე დატოვა თავისი თანამდებობა თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა, შავი ღრუბელია ჩამოწოლილი არაერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თავზე. არანაირ საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აღმოჩენის თაობაზე, სადაც ათობით ათასობით რაკეტაზე უბრალოდ ისლამური ნახევარმთვარის გამოსახულებაა დატანილი.
და აი მორიგი კატასტროფული ინფორმაცია: ქვეყნის საბაჟო სამსახურმა უკრაინაში შემოსული, სამხედრო დანიშნულების 9 ათასი ტვირთიდან, რომელთა დაბინავების მისამართად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილები იყო მითითებული, ადგილამდე ჩასული მხოლოდ 3 ათასი აღმოაჩინა. რა იქნა ამ ტვირთების დანარჩენი 70%, ალბათ უკრაინის ფარგლებს გარეთ ძიების საგანია.
ამ ყველაფრის ფონზე სავსებით ლოგიკურია აშშ-ს კონგრესის მიერ უკრაინისთვის ახალი სამხედრო პაკეტის გამოყოფის თაობაზე გამოჩენილი სკეპტიციზმი. გარდა ამისა, იგრძნობა ზელენსკის და მისი სახელისუფლებო გუნდის მიმართ მსოფლიოში დაგროვებული მზარდი უნდობლობა და უკმაყოფილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც საბაჟო სამსახური და ვერც ანტიკორუფციული ბიურო ზელენსკის მთავრობის დამაზიანებელ ფაქტებს ასე სააშკარაოზე ვერ გამოიტანდნენ.
შეგახსენებთ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ეხება "სტატუსმინიჭებულ" უკრაინას, რომლის ქართველი ფანატები დეტალურად ებღაუჭებიან ჩვენი ქვეყნისთვის ხელოვნურად თავსმოხვეულ 12-პუნქტიან "ხაფანგს". და მიუხედავად ამ ჩასაფრებისა და ანტისახელმწიფოებრივი დესტრუქციისა, საქართველოს და უკრაინის ურთიერთშედარება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დღეს მხოლოდ უკიდურესად უსამშობლო და უსამართლო ბოროტ პოლიტიკურ ძალას თუ შეუძლია.“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |