გია აბაშიძე: უკრაინის საბაჟო სამსახურიც ვერ მალავს, რომ სამხედროებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთიდან ერთი მესამედი დაკარგულია - სავარაუდოდ, ეს მინიმუმია, რაც უკრაინის ხელისუფლების მაროდიორებმა მოსტაცეს ჯარს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
236 21 ოქტომბერი 2023, 13:28

ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სავალალო სიტუაციაა ზელენსკის კორუმპირებულ ადმინისტრაციაში, როცა უკრაინის საბაჟო სამსახურიც ვერ მალავს, რომ სამხედროებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთიდან ერთი მესამედი დაკარგულია, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, უკრაინის საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის სამხედრო ნაწილებამდე მოსასვლელი ტვირთის 1/3 დაკარგულია.

აბაშიძის თქმით, ამ ფონზე, უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებენ.

„ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სავალალო სიტუაციაა ზელენსკის კორუმპირებულ ადმინისტრაციაში, როცა უკრაინის საბაჟო სამსახურიც ვერ მალავს, რომ სამხედროებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთიდან ერთი მესამედი დაკარგულია. სავარაუდოდ, ეს მინიმუმია იმის, რაც უკრაინის ხელისუფლების მაროდიორებმა მოსტაცეს ჯარს. ეს მხოლოდ ერთი მხარეა Слуга Народу-ს ყაჩაღობის. სხვა სფეროებში კიდევ უფრო საშინელი მდგომარეობაა.

ამის ფონზე გამოდიან ავაზაკი უკრაინელი ჩინოსნები და საქართველოს ამუნათებენ, მოგვიწოდებენ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნისკენ. იქნება ეს კრიმინალური წარსულის მქონე თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი დანილოვი, უსამშობლო დეპუტატი არახამია, რუსულ-ბელარუსული სპეცსამსახურების აგენტი პოდოლიაკი თუ სხვა ნაძირალები.

უკრაინელთა ეროვნული მისალმება სრულად ამგვარია - Слава Україні! Героям слава! Слава нації! Смерть ворогам! უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებას რუს ოკუპანტებზე და უკრაინის მაროდიორ ჩინოსნებზე და იმის აღსრულებას, რასაც გულისხმობს Смерть ворогам!“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი