თამარ ჩიბურდანიძე: თუკი ის სამი მოსამართლე ვერ მიხვდა, რომ კონსტიტუცია დაირღვა, უბედურებაა, და თუკი ეს პოლიტიკური მოტივით გააკეთეს, კიდევ უფრო დიდი უბედურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
348 16 ოქტომბერი 2023, 18:28
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს  გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 ჩიბურდანიძე გაოგნებულია საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის გადაწყვეტილებით და აღნიშნავს, ამ მოსამართლეებს ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან სასამართლო და პოლიტიკა. 


„გაოგნებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამი მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს განაჩენს. რატომ? თუკი ისინი ვერ მიხვდნენ, რომ კონსტიტუცია დაირღვა, უბედურებაა და თუკი ეს პოლიტიკური მოტივით გააკეთეს, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა. 

პირველკურსელებისთვისაც კი მისახვედრი იყო ის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინა. აქ კურიოზული ის იყო, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში თავად მისმა წარმომადგენლებმა  დაადანაშაულეს. 
ხოლო, თუკი იმ სამმა მოსამართლემ მხარი პოლიტიკური მოტივით არ დაუჭირეს, რომ თითქოსდა ეს  შეაფერხებს სტატუსის მონიჭების პროცესს, მაშინ მათი ადგილი იქ არ ყოფილა, მათ ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ სასამართლო და პოლიტიკა. უღირდათ კი ამის ფასად ის ქმედება, რაც ჩაიდინეს?“, - წერს ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი