დიმიტრი ხუნდაძე: სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუკი ვინმე მაინც გამოჩნდება პრეზიდენტთან თანამშრომლობის მსურველი, ამით ცხადყოფენ იმას, რომ დღეს მსოფლიოს გარკვეული პოლიტიკური ლიდერებისთვის კანონდამრღვევი პრეზიდენტიც კი მისაღებია მათი საერთო პოლიტიკური მიზნებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 16 ოქტომბერი 2023, 18:24
ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე, სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ხუნდაძის თქმით, ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა თავად ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი ფუნქცია შეასრულა და თვით პრეზიდენტსაც კი არ აპატია კონსტიტუციის დარღვევა. 


„საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ იმპიჩმენტის პროცესი იწყება პარლამენტში. ახლა ღიად დაინახავს ყველა, თუ ვინ სცემს პატივს ქვეყნის უზენაეს კანონს და ვინ ემორჩილება ყველაზე მაღალ ვერდიქტს. 

ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა თავად ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი ფუნქცია შეასრულა და თვით პრეზიდენტსაც კი არ აპატია კონსტიტუციის დარღვევა. 

რაც შეეხება იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო თავად საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი, რომელმაც მსოფლიოს ამცნო, რომ საქართველოს  პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. არ ვიცი ამ განაჩენის შემდეგ, ვის შეიძლება გაუჩნდეს სურვილი მასთან თანამშრომლობის.

 და თუკი ვინმე მაინც გამოჩნდება, ამით ცხადყოფენ იმას, რომ დღეს მსოფლიოს გარკვეული პოლიტიკური ლიდერებისთვის კანონდამრღვევი პრეზიდენტიც კი მისაღებია მათი საერთო პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენს ქვეყანაში. 
სწორედ, ასეთ პოლიტიკურ თამაშებს ვეწინააღმდეგებით ჩვენ და ვამხელთ ყოველთვის,“ - წერს ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი