350
16 ოქტომბერი 2023, 10:28
"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი ესპანური გამოცემის "ელ პაისის" ფურცლებზე გამოჩნდა ცნობები და სქემაც, რომლის კვალი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან მიდის.
"ქოლ-ცენტრების" საქმეზე BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება როგორც იქნა გავიდა თავისი განვითარების კრიმინალიზაციის სტადიაზე. დადგა დრო, გავიხსენოთ დავით კეზერაშვილი და მისი უახლოესი ბიზნეს-პარტნიორები ევროპელი პენსიონერების ძარცვის საქმეში: პირველ რიგში - ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა და საქართველოს მოქალაქე რატი ჭელიძე. ორივე წარმოადგენს კეზერაშვილის ფულით დაფინანსებული ბიზნესკომპანიების მმართველ მენეჯერებს. აქედან რატი ჭელიძე ხუთი წელია რაც გაქცეულია ქვეყნიდან კვიპროსზე - იქ, სადაც დავით კეზერაშვილს უკვე წლებია გააჩნია თავისი ძირითადი დისლოკაციის ადგილი.
რაც შეეხება ევროპული მიმართულებით მოქმედ ქოლ-ცენტრებს, მათი ძირითადი შტაბ-ბინა განლაგებულია უკრაინასა და ალბანეთში, და ორივე კიევში "Milton group"-თან არის დაკავშირებული. ალბანეთში გახსნილი ქოლ-ცენტრი დაკომპლექტებულია 400 ოპერატორით. კომპანიას ხელმძღვანელობს ალბანეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი ამანთ ჟოზიფი - კეზერაშვილისა და თოდუას ბიზნეს-პარტნიორი. უკრაინასა და ალბანეთში დაფუძნებულ ქოლ-ცენტრებს ასევე მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები გააჩნიათ ჩრდილოეთ მაკედონიაში განლაგებულ ცენტრებთან, სადაც ასევე ასობით ოპერატორია დასაქმებული.
2020 წელს, კიევში "Milton group"-ის საახალწლო წვეულებაზე გადაღებულ სამახსოვრო ფოტოსურათზე აღბეჭდილია ამ ქოლ-ცენტრების ძირითადი მენეჯმენტის წარმომადგენლები, რომლებიც დავით კეზერაშვილის უახლოეს ბიზნესპარტნიორებს წარმოადგენენ და ასობით მილიონ ევროსა თუ დოლარს აკეთებენ ევროპელ გულუბყვრილო მოქალაქეების სურვილებზე - სწრაფი მოგება ნახონ ქოლ-ცენტრების მიერ შემოთავაზებულ ფინანსურ მაქინაციებზე, სინამდვილეში კი ამით საკუთარ ფულსაც კარგავენ და საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატის ფინანსური პირამიდის აშენებას უწყობენ ხელს.
დღეს ამ საერთაშორისო ბანდის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, 33 წლის მულტიმილიონერი ამანთ ჟოზიფი დუბაიში ესპანეთის მოთხოვნით დააკავეს და ახლა მადრიდში ექსტრადიციას ელოდება. ირკვევა, რომ ალბანეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა 17 ათასი მოქალაქე დააზარალა, ჯამში კი პენსიონერებისგან ორ მილიარდ-ნახევარი ევრო მოიპარა. ყველაზე დიდი ესპანური გამოცემის "ელ პაისის" ფურცლებზე გამოჩნდა ცნობები და სქემაც, რომლის კვალი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან მიდის. გაიმეტებენ თუ არა "გლობალური ომის პარტიის" აგენტოკრატები თავის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას გავლენის აგენტს სასამართლოს საბრალდებო სკამზე მოსათავსებლად, ამას, იმედია, უახლოესი დრო დაგვანახებს.
P.S.: ფოტოზე 1 ნომრით გამოსახულია დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი დავით თოდუა, ხოლო 2 ნომრით ნაჩვენებია ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი Amant Josifi (ფოტო გადაღებულია 2020 წელს, კიევში "milton group"-ის საახალწლო წვეულებაზე)," - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |