243
15 ოქტომბერი 2023, 17:27
"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ხელისუფლება კორუმპირებულია, ავიწროვებს ბიზნესს და ა.შ.
ქართველიშვილის თქმით, ამ განცხადებით არესტოვიჩი პრაქტიკულად, მოუწოდებს ევროკავშირს შარშან უკრაინისთვის დაუმსახურებლად მინიჭებული წევრობის კანდიდატის სტატუსი უკან გაიწვიოს, ან შესაძლოა, არესტოვიჩმა ამით საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო.
"პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ოფისის ყოფილი შტატგარეშე მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი, ფაქტობრივად მიმართავს ევროსაბჭოს, შარშან უკრაინისთვის დაუმსახურებლად და უსამართლოდ მინიჭებული EU წევრობის კანდიდატის სტატუსის უკან გამოწვევის თაობაზე.
არის კიდევ ერთი კონსპიროლოგიური თეორია, რომ ამით არესტოვიჩმა ფაქტობრივად, დაიწყო თავისი წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანია. "ავი ხმები" იძახიან, რომ ზელენსკის სამარცხვინო საპრეზიდენტო თვეები იწურება და რომ არესტოვიჩის კანდიდატურას კულუარულად მხარს უჭერს რუსეთი," - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |