თამარ ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: კეზერა ელენეს ყველაზე პრინციპული არჩევანი გამოდგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
244 14 ოქტომბერი 2023, 11:11

ელენე ხოშტარიას, ასეთი პრინციპულობა, რასაც კეზერაშვილის პრმოუტირებაში და დაცვაში იჩენს, არც ერთი იდეოლოგიური პრინციპის დაცვაში არ გამოუვლენია, - წერს სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

მისი თქმით, ხოშტარიას პოლიტიკაში შემოსვლას ორი ძირითადი არგუმენტით უჭერდა მხარს - სააკაშვილისთვის საჯარო წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო და გენდერულ კვოტებს და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციას მხარს არ უჭერდა, ხოშტარიამ ორივეში გადააგდო.

„ელენე ხოშტარიას, ასეთი პრინციპულობა, რასაც კეზერაშვილის პრმოუტირებაში და დაცვაში იჩენს, არც ერთი იდეოლოგიური პრინციპის დაცვაში არ გამოუვლენია.

კვოტებიდან ისე მომასრიალა, გაღიმებული დავრჩი. არადა, სულ ორი ძირითადი არგუმენტი მქონდა, როცა მის პოლიტიკაში შემოსვლას მხარს ვუჭერდი: სააკაშვილისთვის საჯარო წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო.

გენდერულ კვოტებს და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციას მხარს არ უჭერდა.

ორივეში გადამაგდო, მაგრამ აი, კეზერა ელენეს ყველაზე პრინციპული არჩევანი გამოდგა. ნეტავ, რატომ?

მოკლედ, ჩვენ არ შევეკვრებით არავის, ვინც ოპოზიციურ ოლიგარქიას პრინციპულად არ ემიჯნება. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ოლიგარქიის ოლიგარქიით ჩანაცვლებას“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი