476
13 ოქტომბერი 2023, 20:45
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მხოლოდ ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა არ გვაქვს. ჩვენ გვჭირდება 27 ქვეყნის მხარდაჭერა და კულუარულ საუბრებში უმრავლესობის მხარდაჭერა ნამდვილად გვაქვს. წინსწრებით ვერაფერს ვიტყვი, ეს უნდა გადაწყდეს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე. არ შეიძლება რეიტინგებში იყო მოწინავე, მაგალითად უკრაინასთან შედარებით და თუ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება უკრაინას ჰქონდეს სტატუსი და შენ არა. აშკარად და ცალსახად იყო მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, რომ ამ შეცდომას ახლა აღარ გაიმეორებენ,“ - თამთა მეგრელიშვილმა.
რაც შეეხება სტატუსთან მიმართებაში ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს, როგორც თამთა მეგრელიშვილი განმარტავს, დესტრუქციის გარდა, ამ პარტიას სხვა გზა არ დარჩა. „რეალურად, მათთვის ერთ-ერთი ამოსავალი რჩება კანდიდატის სტატუსი. თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მოვიპოვეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამზადებს ახალგაზრდებს იმისათვის, რომ ისინი გამოვიდნენ ქუჩაში. ეს ცალსახა და ნათელია და ამას მოწმობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია. ახლა, რატომ აკეთებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, იმიტომ, რომ რეალურად ის იდეოლოგიური ჩარჩოები მას, როგორც პარტიას უნდა ჰქონდეს, აღარ გააჩნია. კონცეპტუალური ჩარჩო პოლიტიკაში სამოძრაოდ, მას აღარ აქვს. ის არის დესტრუქციაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა პოლიტიკურ პროცესში დამარცხდა „ქართულ ოცნებასთან“.
აქედან გამომდინარე, სხვა გზა მათ აღარ დარჩათ და ერთადერთი გამოსავალი არის გადატრიალების მოხდენა იმ შემთხვევაში, თუ ვერ მივიღებთ სტატუსს,“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |