დიმიტრი ხუნდაძე: გვინდა გვჯეროდეს, რომ აშშ-ს ახალი ელჩი წინამორბედის შეცდომებს არ გაიზიარებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
247 12 ოქტომბერი 2023, 18:23
“საქართველო - ამერიკის პარტნიორული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება როგორც მათი მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდანაც უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით,” - ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლას “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე.

იგი იმედს იტოვებს, რომ ახალი ელჩი მისი წინამორბედის შეცდომებს არ გაიმეორებს და მეტად გაუფრთხილდება საქართველო - ამერიკის ურთიერთობებს. 

“მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის რობინ დანიგანის ჩამოსვლას საქართველოში. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი ელჩი სწორად შეაფასებს მსოფლიოში მიმდინარე ახალ რეალობას და მეტად გაუფრთხილდება საქართველო - ამერიკის ურთიერთობებს ამ უაღრესად დაძაბულ სიტუაციაში. 
გვინდა გვჯეროდეს, რომ ახალი ელჩი წინამორბედის შეცდომებს არ გაიზიარებს. როგორც დიპლომატის და ასევე, მისი როგორც პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, სწორად მიუდგება საქართველოს და ამერიკის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს. ყველაზე დიდი სურვილი და მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ ქალბატონი რობინ დანიგანი კელი დეგნანის მსგავსად არ გახდება პოლიტიკური მხარე და უფრო მეტიც, ოპოზიციის ლიდერი. 
საქართველო - ამერიკის პარტნიორული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება როგორც მათი მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდანაც უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით. სახელმწიფოთა შორის თანასწორუფლებიანი პარტნიორობა სხვაგვარად ვერ ჩამოყალიბდება,” - წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი