დავით ქართველიშვილი: ეს ორი „თუ“ საკმარისია ვივარაუდოთ, რომ ისრაელის გეგმებში შედიოდა ამ „მოულოდნელი“ და სასტიკი „ტკივილის“ დაშვება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
218 12 ოქტომბერი 2023, 11:02
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე ომს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ისრაელზე „მოულოდნელი თავდასხმა“ კითხვებსა და ეჭვებს აჩენს. 

„დღეს გავაკეთოთ ძალიან მოკლე ანალიზი (და არა საექსპერტო დასკვნა) ისრაელის როლისა და ადგილისთვის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ სამხედრო აგრესიის პროცესებში. აქ ორიგინალური ვერ ვიქნები, იმდენი ითქვა და დაიწერა. უბრალოდ მომიწევს რამდენიმე „თუ-ს“ გამოყენება:

„თუ“ პირველი: თითქოსდა 28 სექტემბერს ეგვიპტეს დაზვერვის მინისტრმა გენერალმა აბბას ქამელმა პირადად (!) გააფრთხილა ისრაელის პრემიერი მოსალოდნელ თავდასხმაზე. აბბას ქამელმა აღნიშნა, რომ დარჩა გაოცებული ნეთანიაჰუს უემოციო გულგრილობით ამ გაფრთხილების მიმართ. პირიქით, ამის შემდეგ ისრაელმა თავდაცვის ძალების ძირითადი ნაწილი მოაშორა „ღაზას სექტორს“ და გადაისროლა ისინი სამარიასა და იუდეას პროვინციებში. თავად ნეთანიაჰუ კი აღნიშნული კომუნიკაციის ფაქტს უარყოფს;

 „თუ“ მეორე: ისრაელის თავდაცვის, სამხედრო დაზვერვის, „მოსსადის“ და მათი მეკავშირე ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურების მაღალ კვალიფიკაციაში ეჭვს „თუ“ არ შემოვიტანთ, იმის დაშვება, რომ მათი ყურადღება „მოადუნეს“ პარაპლანებსა და მოტოციკლეტებზე ამხედრებულმა ჰამასის ტერორისტებმა, მართლა დაუჯერებელია. მით უმეტეს (!) „თუ“ ეგვიპტიდან გაფრთხილებას მართლა ჰქონდა ადგილი და ნეთანიაჰუ ამის უარყოფით - ცრუობს;

პრინციპში, ეს ორი „თუ“ საკმარისია ვივარაუდოთ, რომ ისრაელის გეგმებში შედიოდა ამ „მოულოდნელი“ და სასტიკი „ტკივილის“ დაშვება (სიტყვა „პროვოცირებას“ მაინც არ ვხმარობ), რათა, შემდგომ საკუთარ მოქმედებებს მხოლოდ „იძულებული“ და „საპასუხო“ ფორმატი მიენიჭებინა. მიზანი - მრავალსაუკუნოვან ისტორიულ ტერიტორიულ დავას და რეალურად არსებულ ამ ორ ეთნოს შორის უკიდეგანო ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ს წერტილი დაესვას.
 
ამის იქით, ამ ეტაპზე ჩემი ანალიზი ვერ სწვდება და ინტერესით ველოდები საექსპერტო დასკვნებს. რა თქმა უნდა, ეკლესიურად მცხოვრები მართლმადიდებლის პოზიციიდან ცალი თვალის სწორება მაქვს იერუსალიმზე და „ომარის მეჩეთზე“, რომლის ადრე თუ გვიან გარდაუვალი განადგურებიდან და მის ნანგრევებზე „დავითის ტაძრის“ მშენებლობით, ჩემთვის (ჩვენთვის) კაცობრიობის ისტორიაში სულ სხვა ათვლის წამმზომი ჩაირთვება. თუმცა, ადამიანური სისუსტისა თუ სიცოცხლისადმი სიყვარულის და გამოუსწორებელი ოპტიმიზმის ნიადაგზე, რატომღაც გგონია - რომ „ჯერ არა“, ჯერ „ამის“ დრო არ მოსულა...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი