მიშა სააკაშვილი ოპოზიციას - სრული მჭიდრო კავშირი და კონტაქტები უნდა გქონდეთ, მე აქ ვარ თქვენთან ერთად, არც კი გაბედოთ ხელების ჩამოშვება და ამის გაფიქრებაც კი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
328 09 ოქტომბერი 2023, 15:40

სრული მჭიდრო კავშირი და კონტაქტები უნდა გქონდეთ, მე აქ ვარ თქვენთან ერთად, არც კი გაბედოთ ხელების ჩამოშვება და ამის გაფიქრებაც კი, - ასე მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას სასამართლო პროცესზე, დისტანციურად ჩართვის დროს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი სახით ასამართლებენ იმას, რომ საქართველოს პერსპექტივა არ ჰქონდეს.

„თქვენი იმედი მაქვს ძალიან დიდი. სოფო ჯაფარიძე, რომელიც ჩემი წარმომადგენელი და ლიდერია, ხსნის სააკაშვილის ოფისს. მე თქვენთან ერთად დავდგები. გაერთიანება არ არის მხოლოდ საკმარისი, ახლა საჭიროა განსაკუთრებული სიფხიზლე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი დროა.

ფარცხალაძის გამოა დატყვევებული მთელი ჩემი ქვეყანა. სიფხიზლე, ერთიანობა, წინასწარ ცოდნა, რას ვაკეთებთ გადამწყვეტ მომენტში და ეს მომენტი ახლოვდება, მანამდე მუდმივი მოძრაობა.

არ გვაქვს უფლება რამენაირად ვიყოთ მოშვებულები, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მეგობრებო მთავარია, არაფერზე ჩამოვუშვათ ხელი და მომენტი არ გავუშვათ, ამას ვერ შეაჩერებს ვერანაირი ოლიგარქია, სუს-ი თუ „მუსი“, ვერაფერი ვერ შეცვლის მთავარ მოცემულობას. საქართველო აქედან აუცილებლად გამარჯვებული გამოვა. მე თქვენთან ერთად ვდგავარ, თქვენთან ერთად ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი