დავით ქართველიშვილი: ჯერ არ ვიცით რა მიმართულებას მიიღებს ისრაელ-ჰამასის დაპირისპირება - შემოიფარგლება შიდა სახელისუფლებო "აყირავების" მცდელობით, თუ სპარსეთ/არაბულ სამყაროსთან უფრო სერიოზული კონფლიქტის ნიშნებს შეიძენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
224 08 ოქტომბერი 2023, 14:42
„იკრიბება თანამოაზრეთა და მეგობართა გუნდი ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ. დღეს სამუშაო ვიზიტით სამთავრობო გუნდის წევრებთან ერთად საქართველოში ილჰამ ალიევი გვესტუმრა. სულ მალე ვიქტორ ორბანი ჩამოდის“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, მშვიდობას, მეგობრობას და სტაბილურობას ალტერნატივა არა აქვს. 

 „იკრიბება თანამოაზრეთა და მეგობართა გუნდი ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ. დღეს სამუშაო ვიზიტით სამთავრობო გუნდის წევრებთან ერთად საქართველოში ილჰამ ალიევი გვესტუმრა. სულ მალე ვიქტორ ორბანი ჩამოდის. თან "ღვინის დღეები" დაემთხვა, თან საქმე. საქმე კი უამრავია, ისევე როგორც გამოწვევები. უნგრეთს რომ ებრძვის "გლობალური ომის პარტია" ევროკავშირის ზონაში, მასე არავის ებრძვის. ებრძვიან ესენი სამხრეთ კავკასიის რეგიონსაც, მისი აფეთქების მიზნით. გვებრძვიან "ისე რა" წარმატებით. აზერბაიჯანის დასანქცირების ინიციატორი, სენატორი მენენდესი აქეთ გახდა ბრალდებების ფიგურანტი, რომელიც იძულებული გახადეს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის პოსტიდან გადამდგარიყო. 

ჯერ არ ვიცით, რა მიმართულებას მიიღებს ისრაელ-ჰამასის დაპირისპირება შემოიფარგლება შიდა სახელისუფლებო "აყირავების" მცდელობით, თუ სპარსეთ/არაბულ სამყაროსთან უფრო სერიოზული კონფლიქტის ნიშნებს შეიძენს. ამ დროს მეგობრები უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს და უზიარებდნენ ამ საერთო მოწინააღმდეგის მიმართ ერთობლივად გასატარებელი ზომების ტაქტიკას და სტრატეგიას. მშვიდობას, მეგობრობას და სტაბილურობას ალტერნატივა არა აქვს!" - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი