დავით ქართველიშვილი: როგორც ჩანს, კარვები ნაყიდია, „მაიდანი“ რეალიზაციის სტადიაზეა, ავანსი აღებულია, ხოლო ხელისუფლება მათ ამ „დემოკრატიულ უფლებას“ უზღუდავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
216 06 ოქტომბერი 2023, 20:08

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სამოქალაქო მოძრაობების ღია წერილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტოს დადებას ითხოვენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის ფონზე ეს წერილი განსაკუთრებით კომიკურია.

„აზრზე არა ვარ, ვინ არის „ჯიუტი დაფიონი“ ან „ევროპული მომავლის ტალღა“. თუ იმ „ჯიუტზეა“ საუბარი, რომლის დამფუძნებელი „კანვას ჯორჯიას“ ხელმძღვანელი გიორგი მელაძეა, მაშინ გასაგებია ყველაფერი. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლების პირდაპირ ეთერში სამდღიანი „გაროზგვის“ ფონზე, განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს ფრაზა: „ქალბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ თხოვნით, კვლავ დადგეთ კონსტიტუციური წესრიგისა და თქვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის სადარაჯოზე და დემოკრატიული სისტემიდან გასულ ამ კანონპროექტს დაადოთ ვეტო“.

სწორედ ამ „სადარაჯოდან“ გამოსვლის გამო „იროზგებოდნენ“ პრეზიდენტის წარმომადგენლები, ხოლო ვეტოს დადებასთან დაკავშირებული თხოვნა აუცილებლობას მოკლებულია. ჩვენ ყველას გვახსოვს პრეზიდენტის დაპირება, რომ ის ვეტოს ისედაც დაადებს ხელისუფლების მიერ მიღებულ ყველა კანონს. მთავარია - ვეტოს დაძლევა, რაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემას წარმოადგენს ვერშემდგარი რევოლუციონერების მორიგი მხილება. როგორც ჩანს, კარვები ნაყიდია, „მაიდანი“ რეალიზაციის სტადიაზეა, ავანსი აღებულია, ხოლო ხელისუფლება მათ ამ „დემოკრატიულ უფლებას“ უზღუდავს.

უზღუდავს „ყველაფერზე წამსვლელ ახალგაზრდობას“ უფლებას, არ გადაიქცნენ საზარბაზნე ხორცად გამოცდილი მანიპულატორების ხელში. უზღუდავს ამ „ჯიუტების“ მშობლებს უფლებას - მათი შვილების ჯანმრთელობაზე და ტრაგედიებს აცილებულ მომავალზე ჰქონდეთ სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იმედი. „მაიდან შოუ“ საქართველოში ვერ ჩატარდება. ამ „ჯიუტების“ არსენალში რჩება კიდევ სათადარიგო გეგმები - ჩვენ მათ შესახებაც ვიცით. ასე რომ, საქმეს მიხედეთ, საქმეს! ისწავლეთ, გაბედნიერდით, გამრავლდით - ამ მიზნებისთვის თქვენ კარვები არ გჭირდებათ...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი