271
03 ოქტომბერი 2023, 21:42
საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებს აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში განმარტავს, რომ ის ნაბიჯები, რომელიც სალომე ზურაბიშვიოლმა პრეზიდენტობისას გადადგა „რეზიდენტის ხვედრია“. კერძოდ:
„ასეთია რეზიდენტის ხვედრი… ჯერ ორ ლუკმას გადმოგიგდებენ, ოჯახის წევრებს დაგისაქმებენ, იმიჯს შეგიქმნიან და მერე, გადაფურთხებულს აგალოკინებენ უკან:
• უგულავას, ოქრუაშვილსა და ჟორიკა რურუას შეგაწყალებინებენ…
• წაუკითხავ კანონპროექტს გაგაპროტესტებინებენ…
• ნიკა გვარამიას გამოგაშვებინებენ…
• საკუთარ ამომრჩეველს გაგინებინებენ…
• კონსტიტუციის დარღვევას დაგიყვავებენ…
• რადიკალებთან მიგაჩოჩებენ და ფოსტალიონის როლს მოგანიჭებენ…
• უფლებადამცველად, ადეიშვილის მოადგილეს დაგინიშნავენ და სულ გაგიბითურებენ ისედაც, განულებულ რეპუტაციას…
• გამოგიყენებენ და დაგტოვებენ საკუთარი ბითური ეგოს ამარა…
და ბოლოს, შეგიძლიათ შვილიშვილებს მოუყვეთ: მე დამხვრიტეს ბებო-თქო,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |