ზურაბ ქადაგიძე: ბაიდენის ადმინისტრაცია და შესაბამისად, საელჩოს დღევანდელი მმართველობა ღია კონფრონტაციაში შემოვიდა ქართულ საზოგადოებასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
225 02 ოქტომბერი 2023, 19:55

დავაფინანსებთ და ხელსაც შევუწყობთ კვლავ იმ ორგანიზაციებს, ვინც შეეცდება რევოლუცია მოაწყოს საქართველოშიო… - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ქადაგიძის თქმით, გაუგებარია, თუ კიდევ ვინმეს უჩნდება კითხვა, ვის მიერ არის წახალისებული საქართველოში ანტისახელმწიფოებრივი კამპანია.

„ესაო, ისაო თქვენი დიდი ხათრიცა გვაქვს, მაგრამ არაო… მოკლედ, გადავამოწმოთ რაშია საქმე, ეგება არასწორი ინტერპრეტაცია ან რაიმე გაუგებრობააო, ეგ კი არ უთქვამთ? პირიქით, დავაფინანსებთ და ხელსაც შევუწყობთ კვლავ იმ ორგანიზაციებს, ვინც შეეცდება რევოლუცია მოაწყოს საქართველოშიო… აბა ახლა, „ისფედის” პარალელური დათვლის გაყალბება და იმ პრივილეგირებულ NGO-თა მიზანმიმართული, ანტი-სახელმწიფოებრივი კამპანია ვისი წახალისებულია, კიდევ იბადება კითხვები?

ბაიდენის ადმინისტრაცია და შესაბამისად, საელჩოს დღევანდელი მმართველობა ღია კონფრონტაციაში შემოვიდა ქართულ საზოგადოებასთან. ანუ, ახალი ელჩისგანაც არ უნდა ველოდოთ დიდ დიპლომატიასა და ღირსეულ პარტნიორობას… ამიტომაც, ქალბატონ ელჩს ველით გაშლილი ხელით," - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი