გია აბაშიძე: კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ხელისუფლების პრორუსულობაზე განკუთვნილია აგენტოკრატიის საგარეო ფლანგისთვის, ვინ ემსახურება რუსულ ინტერესებს საქართველოში, მკაფიოდ ჩანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
316 24 სექტემბერი 2023, 22:02

კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის ბრიყვული განცხადებები ხელისუფლების რაღაც პრორუსულობაზე განკუთვნილია აგენტოკრატიის საგარეო ფლანგისთვის. ამ უკანასკნელთ და მათ მოკავშირეებს საქართველოში სურთ დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში, რომლითაც, რასაკვირველია, ოკუპანტი კრემლი იხეირებს. ვინ ემსახურება რუსულ ინტერესებს საქართველოში, მკაფიოდ ჩანს, - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საზოგადოების თვალში სალომე ზურაბიშვილის უკიდურეს გაკოტრებაზე მეტყველებს ისიც, რომ 16 სექტემბერს, მისი სახელოვანი წინაპრის, ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილეზე ვერ გაბედა ფოთში ჩასვლა და ხალხში გამოჩენა.

„კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის ბრიყვული განცხადებები ხელისუფლების რაღაც პრორუსულობაზე განკუთვნილია აგენტოკრატიის საგარეო ფლანგისთვის. ამ უკანასკნელთ და მათ მოკავშირეებს საქართველოში სურთ დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში, რომლითაც, რასაკვირველია, ოკუპანტი კრემლი იხეირებს. ვინ ემსახურება რუსულ ინტერესებს საქართველოში, მკაფიოდ ჩანს.

საზოგადოების თვალში სალომე ზურაბიშვილის უკიდურეს გაკოტრებაზე მეტყველებს ისიც, რომ 16 სექტემბერს, მისი სახელოვანი წინაპრის, ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილეზე ვერც კი გაბედა ფოთში ჩასვლა და ხალხში გამოჩენა. რამხელა სირცხვილია!“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მორიგი განაცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. „ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი