ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე: უნიჭოდ ცდილობს კელი დეგნანის უბადრუკ იმიტირებას, როდესაც ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ გადაწყვეტილებას „რუსულს“ უწოდებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 24 სექტემბერი 2023, 22:00

უკვე დაუკრეფავში გადასული ეს ბოლომდე გაბანძებული და საკუთარი ამომრჩევლის მიერ ლეგიტიმაცია წართმეული სუბიექტი, უნიჭოდ ცდილობს კელი დეგნანის უბადრუკ იმიტირებას, როდესაც ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ გადაწყვეტილებას „რუსულს“ უწოდებს, - ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება იმის დასტურია, რომ ზურაბიშვილმა გარე კურატორებისგან მითითება მიიღო.

„უკვე დაუკრეფავში გადასული ეს ბოლომდე გაბანძებული და საკუთარი ამომრჩევლის მიერ ლეგიტიმაცია წართმეული სუბიექტი, უნიჭოდ ცდილობს კელი დეგნანის უბადრუკ იმიტირებას, როდესაც ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ გადაწყვეტილებას „რუსულს“ უწოდებს.

მისი ეს განცხადება უნიჭო თავის მართლებაა, 19 სექტემბერს არ ახსოვდა ეს კანონი, როდესაც დაუყოვნებლივ ითხოვდა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, და ხელმოწერას ჩქარობდა?! თუმცა, „პაზლი“ მარტივად იხსნება. გარე კურატორებისგან მითითება მიიღო...”, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მორიგი განაცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. „ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი