ნინო ფოჩხუა: პრეზიდენტის არაადეკვატურობამ პიკს მიაღწია, უკვე გაჩნდა მის ლექსიკონში რუსული, რუსულმა, რუსულს... რუსული ზუსტად ის არის, როგორც თვითონ იქცევა - უტიფრობა და კანონის უგულებელყოფა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 24 სექტემბერი 2023, 21:57

პრეზიდენტის არაადეკვატურობამ პიკს მიაღწია, უკვე გაჩნდა მის ლექსიკონში რუსული, რუსულმა, რუსულს, რუსულის... რუსული ზუსტად ის არის, როგორც თვითონ იქცევა - უტიფრობა და კანონის უგულებელყოფა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას.

მისი თქმით, ასე იცის სამადაშვილებთან, წითლიძეებთან და ბოკუჩავებთან მეგობრობამ, არადა იყო დრო რუს სერგეი ლავროვს ეთაყვანებოდა.

„პრეზიდენტის არაადეკვატურობამ პიკს მიაღწია, უკვე გაჩნდა მის ლექსიკონში რუსული, რუსულმა, რუსულს, რუსულის.... რუსული ზუსტად ის არის, როგორც თვითონ იქცევა, უტიფრობა და კანონის უგულებელყოფა, აი ეს არის რუსული ქცევა.
ასე იცის სამადაშვილებთან, წითლიძეებთან და ბოკუჩავებთან მეგობრობამ, არა და იყო დრო რუს სერგეი ლავროვს ეთაყვანებოდა. არ არის ეს ქალი ჩვენი ლამაზი სამშობლოს პრეზიდენტობის ღირსი“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მორიგი განაცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. „ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი