ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძეს: რატომ გგონია,რომ ხალხს ისეთი მოკლე მეხსიერება აქვს შენი საგმირო საქმეები არ ახსოვდეს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
301 24 სექტემბერი 2023, 15:17
გოცირიძემ საკუთარ თავს ოდა მიუძღვნა-“ანგელოზი რომანი”, ან ვის აბოლებ, ან რატომ გგონია,რომ ხალხს ისეთი მოკლე მეხსიერება აქვს შენი საგმირო საქმეები არ ახსოვდეს? - წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძეზე ყველას ერთნაირი წარმოდგენა აქვს, ვინაიდან ხალხს მისი წარსული კარგად ახსოვს.

“გოცირიძემ საკუთარ თავს ოდა მიუძღვნა -“ანგელოზი რომანი” ან ვის აბოლებ, ან რატომ გგონია, რომ ხალხს ისეთი მოკლე მეხსიერება აქვს შენი საგმირო საქმეები არ ახსოვდეს?  თუ გინდა ნიძლავი დავდოთ, გავიდეთ ქუჩაში და გამოვკითხოთ ადამიანები  - რა გახსენდებათ რომან გოცირიძეზე პირველიო და ათიდან ცხრა კაცი, კუპონს გიპასუხებს…
ქალაქში ჯერ კიდევ მაშინ ამბობდნენ შენ ძალიან ახლობელს (ბიძაშვილი, ძმა თუ ნათესავი) ვარკეთილის ბაზრობაში წილი ქონდა და ყოველთვიურად 400 000 დოლარი გაჰქონდათ სებ-ის საცავიდან, რასაც მერე აბრუნებდნენ. გაუგეს ერთხელ და რომ ვერ მოასწრეს ცეცხლი გააჩინესო.  უფროსის მითითებით შეადგინეს აქტი - დაიწვა 96000 $, 14 კაცი დაიჭირეს შენ კი მხოლოდ თანამდებობა დაგატოვებინეს… აი, ასეთი ისტორიები დადიოდა შენზე და ყველას ერთი წარმოდგენა აქვს - თაღლითი გაიძვერა, რომელმაც კარიერა  ჯერ კუპონიზაციით აიწყო, მერე მიშამადიდებლობით და ახლა თითლიბაზობით აგრძელებ!  სარკეში რომ ჩაიხედავ ფრთხილად იყავი, შარავანდედმა არ დაბზაროს!” - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი