ლევან ნიკოლეიშვილი: კგბ-ს ჩანერგილ რომან გოცირიძეს ეტყობა დაავიწყდა, "ნაცმოძრაობის" დროს ბანკის საცავი რომ "დაწვა" არალეგალურად გატანილი დოლარების დასაფარად - ხალხს სხვა ისტორიებიც ახსოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
231 24 სექტემბერი 2023, 14:07
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში აფასებს.

ნიკოლეიშვილის თქმით, გოცირიძის “ვირეშმაკობაზე” ბევრი ისტორია არსებობს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ გოცირიძეს შესაძლოა, თავისი წარსული დაავიწყდა.

“ამ კგბ-ს ჩანერგილ რომან გოცირიძეს ეტყობა დაავიწყდა თავისი წარსული....დაავიწყდა ვიცე-პრემიერობის დროს  გამოტანილი კუპონებით კერძო ბანკი რომ გახსნა ძმაკაცებთან ერთად, მერე გაფარჩაკებული კუპონები რომ მიაბრუნეს  უკან და გაკოტრებულად გამოცხადებული ბანკის ფულით ამერიკაში მოხია?! თუ "ნაციონალური მოძრაობის" დროს ბანკის საცავი რომ "დაწვა" არალეგალურად გატანილი დოლარების დასაფარად... ხალხს სხვა ისტორიებიც ახსოვს: ყამირზე ფულების კეთების გამო რომ გარიცხეს კომუნისტური პარტიის რიგებიდან და დისიდენტობა დაიბრალა - "სახალხო ფრონტში" გაიპრავა დისიდენტობა. თუ დისერტაცია რომ ჩაუვარდა და ალექსანდრე კუჭუხიძემ ბიულეტენების ყუთი რომ გაიტაცა და უკან ერთი შავჩაგდებულით რომ დააბრუნა...ეხ, რომან რომან, იმდენი და ისეთებია შენს ვირეშმაკობაზე მოსაყოლი და დასაწერი, ერთი დიდი საგამოძიებო ფილმი არ ეყოფა. ეს "კუპონა ულვაშა", გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო არა?” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი