357
23 სექტემბერი 2023, 17:29
ფოჩხუას თქმით, მომხდარი ფაქტი კრიმინალური გარჩევა იყო, რომლის მიზეზებსაც გამოძიება დაადგენს და აღნიშნულ ინციდენტს საერთო არ აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან.
“პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება, პოლიტიკური ნიშნით თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და ყველაფერზე პოლიტიკურის ძახილი, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა თავდასაცვად იყენებს.
არა და გუშინ ჩვეულებრივი კრიმინალური გარჩევა იყო, ორ დაჯგუფებას შორის, რომლის ერთ მხარეს იდგა წარსულში მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ჩამშვები და ნაცებთან მიკედლებული ირაკლი ეძგვერაძე, მეტსახელად “ჭყიპინა" და მეორე მხარეს მისი ძველი საძმო, რომელმაც არ აპატია "გაპოლიტიკოსობა," ფაქტიურად "ნასედკობა." რა იყო მიზეზი გუშინდელი ინციდენტის, ამას გამოძიება დაადგენს, მანამდე კი ისრების გადატანა კოტე ზარნაძის მისამართით და ხელისუფლებისკენ იმდენად სასაცილოა და იმდენად უნიჭო სიცრუეა, რომ თუ თავმოყვარეობა კიდევ შერჩათ, აღარ გააგრძელებენ”, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |