ზურაბ ქადაგიძე: უცნაური ბიოგრაფია აღმოაჩნდა ნაციონალ ეძგვერაძეს - ჯერ ხულიგნობდა, მერე მკვლელობის მცდელობაზე მჯდარა, მერე ონკოლოგიური დაავადება მოუფიქრებია და სააკაშვილს შეუწყალებია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
241 23 სექტემბერი 2023, 16:41
გუშინ ქუჩაში ვიღაცებთან კონფლიქტი მოუვიდა და გაპოლიტიკურება სცადა, ატეხა მელიამ ყვირილი, ჩაერთო ხოშტარია და მომხდარი ფაქტის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გასაღება სცადეს, - წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე.
ქადაგიძის თქმით, ეძგვერაძის ბიოგრაფიის გათვალისწინებით, მასზე თავდასმა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად ვერ ჩაითვლება.
“რა უცნაური ბიოგრაფია აღმოაჩნდა ნაციონალ ეძგვერაძეს - ჯერ ხულიგნობდა, მერე მკვლელობის მცდელობაზე მჯდარა, მერე ონკოლოგიური დაავადება მოუფიქრებია და სააკაშვილს შეუწყალებია, საიდანაც მისი ნაცებში გადაბარგებაც მომხდარა…
გუშინ ქუჩაში ვიღაცებთან კონფლიქტი მოუვიდა და გაპოლიტიკურება სცადა, ატეხა მელიამ ყვირილი, ჩაერთო ხოშტარია და მომხდარი ფაქტის, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გასაღება სცადეს, თუმცა, ამ ეძგვერაძის წარსული და კონტაქტები სულ საპირისპიროს ამტკიცებს, რომ იმდენად წინააღმდეგობრივი ბიოგრაფია აქვს ამ ბატონს, კონფლიქტიც ყოფით პრობლემას ან მის წარსულ საქმიანობას უკავშირდება! ასე, რომ ვერ გაასაღებთ პირად, ქუჩურ გარჩევას პოლიტიკურად და ნაც-მოძრაობა რომ კრიმინალი, სააკაშვილის შეწყალებული დამნაშავეებით გყავთ გადატენილი, იმიტომაცაა თქვენი საქმე კარგად…” - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი