254
21 სექტემბერი 2023, 20:58
ქადაგიძე რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ეკატერინე კოტრიკაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს ეხმიანება და წერს, რომ ქალბატონი კოტრიკაძე ან საერთოდ ვერ ერკვევა საკითხში, ან სერიოზულად გარკვეულია და მამა-შვილი ჭყონიების მოსაქმებულს ამისამართებს სხვაგან.
“Sofia Tchkonia
Coca-Cola Bottlers Georgia
ქალბატონო სოფია!
ძაან ეროვნულს რომ აწვებით შენ და მამაშენი, იქნებ ნება იბოძოთ და გასცეთ საზოგადოებას პასუხი, როგორ და რა გზებით ხვდება თქვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე?
თუ დაინტერესდებით, აუცილებლად გაარკვევთ დარწმუნებული ვარ.
ოღონდ, ვიღაცას ჯიბით გადააქვს და დისტრიბუციასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს ეგეთი ბანძი ნარატივი, ნაც-მოძრაობის აქტივს შეასაღეთ…
თუმცა, ფულს სუნი არ უდისო - დიდ ვანოს უთქვამს და რა მნიშვნელობა აქვს შემოსავალი საიდან გექნებათ არა?
მთავარია, გამომეტყველება გქონდეთ ძაან პრინციპული, ბრტყელი ფრაზები ისროლოთ შენ და მამაშენმა.
არა და რუსული ბაზარი ისეთი მაცდური რამეა ერთი ოკუპაციის დედაც, არა?
ფული ბაბაია, ბევრი ფული…
P.S
აი, ქალბატონი კოტრიკაძე (ფოტოს აღშფოთებული ავტორი) ან საერთოდ ვერ ერკვევა საკითხში, რადგან მთავრობა რა შუაშია კოკა-კოლას ექსპორტთან ან კიდევ, სერიოზულად გარკვეულია და მამა-შვილი ჭყონიების მოსაქმებულს ამისამართებს სხვაგან…”- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |