დავით ქართველიშვილი პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრაზე: ადმინისტრაცია ვერ გვეტყოდა, რომ დასავლეთის ძირითადი სპეცსამსახურების წარმომადგენლები საქართველოში, თავისი უიღბლო აგენტის „გასაროზგად“ მივიდნენ და როგორც მინიმუმ, ყური აუწიეს მას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 21 სექტემბერი 2023, 20:35

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, „გლობალური ომის პარტიამ“ თავისი აგენტი დატუქსა.

„დილიდან მეგონა, რომ „რაღაც გამიხარდებოდა“ და ველოდებოდი როგორც მინიმუმ ორ მოვლენას: 1) აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური ფოსტით გადმოგვცემდა Отар Анзорович Парцхаладзе-ს კლასიკურ ტიპურ ხელწერილს, ФСБ-ს დირექტორ Бортников-ის სახელზე, მასთან თანამშრომლობაზე თანხმობის თაობაზე და 2) რეალური აგენტის დატუქსვას, რომელმაც მორიგი დავალება „ჩააფლავა“ და კოლექტიური აგენტოკრატიული დასავლეთი მერამდენედ ჩააგდო უხერხულ და წამგებიან მდგომარეობაში.

ამ ორი მოლოდინიდან გამართლდა მეორე ვარიანტი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს“. ეს გასაგებია - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ გვეტყოდა, რომ დასავლეთის ძირითადი სპეცსამსახურების წარმომადგენლები საქართველოში, თავისი უიღბლო აგენტის „გასაროზგად“ მივიდნენ და როგორც მინიმუმ, ყური აუწიეს მას.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილს ჰქონდა კიდეც სურვილი, ჩვეული და საკუთარ ამომრჩეველზე აპრობირებული ფორმით მიემართა მათთვის: „რატომ მომვარდით?“ - მაგრამ ეგ რომელი „მალვინა“-მარიონეტია, საკუთარ „კარაბას-ბარაბასს“ რომ აუჯანყდეს. ამიტომ, დატუქსვას დიდი ალბათობით ადგილი ჰქონდა. სამხრეთ კავკასიაში კატასტროფულად ცუდად მისდით საქმე ზურაბიშვილის მმართველ აგენტოკრატებს - რეგიონი „გლობალური ომის პარტიის“ ორბიტიდან სრული დაკარგვის პირასაა. ერთადერთი „ორბიტა“, სადაც პირადად ზურაბიშვილი მოიაზრება - ლომჯარიას ახალი პარტიაა. მაგრამ, ეს უკვე საქართველოს არა მხოლოდ „ორბიტიდან“, ეს უკვე „გლობალური ომის პარტიის“ რადარებიდან გაქრობის ტოლფასი იქნება...“,- წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი