216
21 სექტემბერი 2023, 17:50
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სებ-ის საბჭოს კანდიდატები პრეზიდენტთან დაიბარეს და მათ უართან დაკავშირებით განცხადების დაწერას სთხოვდნენ.
ანჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტის ეს ქმედება მიუთითებს, რომ ევროპაში დაბადება და გაზრდა ყოველთვის არ ნიშნავს ევროპელობას.
"ანუ "ევროპელი" სალომე "გრუზინულად" ქურდულ ამბავში იბარებდა და "ტისკავდა" ბანკის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატს.
კიდევ ერთხელ დადასტურდა ის რომ ევროპაში დაბადება და გაზრდა ყოველთვის არ ნიშნავს ევროპელობას .
ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და ასე დარჩა სალომე "მართმადიანად", - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |