271
20 სექტემბერი 2023, 19:00
"კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად -„კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პრეზიდენტის გათავისუფლების საფუძვლები ამომწურავადაა კანონით განსაზღვრული და მასში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს. აქვე მეგრელიშვილი განმარტავს, ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, რა შემთხვევაში თავისუფლდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მცირე განმარტებას გავაკეთებ - ეროვნული ბანკი ს პრეზიდენტისა და საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი გაწერილია კონსტიტუციაში და ორგანულ კანონში. კერძოდ, კონსტიტუციის მიხედვით: კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად -„კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.“. ასევე - ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ: • იგი აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი; • მან დაკარგა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლება ამ ორგანული კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად (ინტერესთა შეუთავსებულობა); • იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; • იგი გარდაიცვალა. შესაბამისად პრეზიდენტის გათავისუფლების საფუძვლები ამომწურავადაა კანონით განსაზღვრული და მასში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს. მინაწერი: ქალბატონო სალომე ზურაბიშვილო დროა გამოხვიდეთ პოლიტიკური ნარცისიზმის როლიდან. "ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს" თითს იშვერთ კონსტიტუციის დამცველთა მიმართ და თავად კი აი უკვე მერამდენედ თავზე გადაიხიეთ ქვეყნის კონსტიტუცია...“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |