ზაალ ანჯაფარიძე: ყველა ქვეყანა ცდილობს ამ სასანქციო ბუმის პერიოდში დაიცვას საკუთარი სუვერენული ინტერესები - ევროკავშირში ჯერ კიდევ მიდის დებატები, თუ როგორ უპასუხონ აშშ-ს ექსტერიტორიალურ სანქციებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
226 20 სექტემბერი 2023, 17:05

სხვადასხვა წყაროების თანახმად, აშშ-ს ექსტერიტორიული სანქციების აღსრულების მექანიზმი მათ შორის ევროკავშირში, განსხვავებულია და არ გულისხმობს მათ ავტომატურ აღსრულებას, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის დასადასტურებლად, რომ ყველა ქვეყანა ცდილობს სანქციებთან მიმართებით, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესები დაიცვას.

„სხვადასხვა წყაროების თანახმად, აშშ-ს ექსტერიტორიული სანქციების აღსრულების მექანიზმი მათ შორის ევროკავშირში, განსხვავებულია და არ გულისხმობს მათ ავტომატურ აღსრულებას.

ასე მაგალითად, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებამ უფლება მისცა იურიდიულ პირებს ევროკავშირში არ გაეთვალისწინებინათ აშშ-ს ცალკეული სანქციები კუბისა და ირანის წინააღმდეგ.

2023 წლის დასაწყისში ჩეხეთმა მიიღო სანქციების ახალი აქტი, რომელიც ახორციელებს ჩეხეთის ეროვნულ ან ევროკავშირის სანქციების სიაში სუბიექტების შეყვანის პროცესს. როგორც ვხედავთ, ყველა ქვეყანა ცდილობს ამ სასანქციო ბუმის პერიოდში დაიცვას საკუთარი სუვერენული ინტერესები. ევროკავშირში ჯერ კიდევ დებატები მიდის თუ როგორ უპასუხონ აშშ-ს ექსტერიტორიალურ სანქციებს.

კომპანია Baker McKenzie-ზე განთავსებული ბლოგიდან ირკვევა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეროვნული სისტემები მნიშვნელოვნად განსხვავდება სანქციების კრიმინალიზაციის კუთხით.

მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება, მაგრამ ამოსავალი წერტილი ერთია. სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და მისი განუხრელი დაცვა და მეორეზე, მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები კონკრეტულ პირზე. სწორედ ამიტომ ითხოვს ხელისუფლება პარტნიორი ქვეყნისგან მტკიცებულებებს, რომ მოქმედების მეტი თავისუფლება ჰქონდეს. თუმცა, ყველა კარგად ვხედავთ, თუ რას ემსახურებოდა ეს დასანქცირება.“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი