ირაკლი ლატარია: ფარცხალაძის მაგივრად ხაბეიშვილი რომ იყოს, ამავეს იზამდა ნათია თურნავა, ჰოდა რომან გოცირიძემ თავის კუპონებს მიხედოს და უაზრო ურა პატრიოტიზმი სხვაგან გამოიყენოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
229 20 სექტემბერი 2023, 00:31

ექსპერტი ირაკლი ლატარია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება, რომელთა ნაწილიც ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას სანქცირებას და მის იმპიჩმენტს ითხოვენ.

როგორც ლატარია წერს, საქართველოს მოქალაქის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი არ არის გამოტანილი და საქართველოში არსებული ანგარიშები უნდა დაუყადაღდეს? ეს სწორი მიდგომაა?

„ნათია თურნავასთან რა უნდა ამ ყაზილარს? საქართველოს მოქალაქის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი არ არის გამოტანილი და საქართველოში არსებული ანგარიშები უნდა დაუყადაღდეს? ეს სწორი მიდგომაა? შეიძლება რაღაცებში კარგად ვერ ვერკვეოდე და სიღრმეები არ ვიცოდე, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციას თუ იცავს რომელიმე ინსტიტუტი და მასზე მაღლა არაფერს აყენებს, ამის გამო სურთ იმ ადამიანის დასჯა, რომელიც სწორედაც რომ იცავს კონსტიტუციას? ცოტა რაღაცები ამ ბოლო დროს აირია. ვინც იცავს კანონს, ისინი დასაჯეთო ხოლო ვინც არღვევს, ისინი გაუშვითო. რა ვიცი აბა, საქართველოს მოქალაქეს რომ საქართველოს ეროვნული ბანკი გიცავს, არ მგონია ცუდი ფაქტი... ასევე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ფარცხალაძის მაგივრად ხაბეიშვილი რომ იყოს, იმავეს იზამდა ნათია თურნავა, ჰოდა რომან გოცირიძემ თავის კუპონებს მიხედოს და უაზრო ურა პატრიოტიზმი სხვაგან გამოიყენოს რა....“-წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი