ზურაბ ქადაგიძე: ოპერატიული ინფორმაციის საფუძვლის გარეშე სახელმწიფო უშიშროებები განცხადებებს არ აკეთებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
199 19 სექტემბერი 2023, 11:58
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, განცხადებით ეხმაურება.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძვლის გარეშე სახელმწიფო უშიშროებები განცხადებებს არ აკეთებენ.
„როდესაც ოპოზიცია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული…
არ უნდა გაგიკვირდეს, რომ რუსული ფედერალური ფინანსების დოტაციაზე მყოფ ხოშტარიასა და მსოფლიო დონის თაღლით კეზერაშვილს, რომელსაც მედია, NGO-სექტორი, სამოქალაქო პლატფორმები და ათობით უსამშობლო ჯიბეში ჰყავს ჩასმული, იმას არავინ იმჩნევს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქართველ ბიზნესმენს ასანქცირებენ გაურკვეველი მიზეზით (ფარცხალაძის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი აქტივობა სად ნახეს, რა საინტერესოა) ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, სპეკულაციაზე…
ამას ემატება ტუტუცი პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ არათუ ბრალის დადგენის შემდეგ, არამედ უდანაშაულობის პრეზუმფციის მიუხედავად დაიწყოს დევნა, უკვე სურათი იხატება…
და მესამე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ უკრაინის მაღალჩინოსანი ლორთქიფანიძე, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა მცდელობა საქართველოში საბოტაჟის მოწყობისა, კვლავ გეგმავს არეულობასა და დესტაბილიზაციას, ახალი არ არის, უბრალოდ, ყველა გეგმა ჩაუვარდა და ახლაც, სახელმწიფოსა და საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მის გეგმებს პერსპექტივა არ აქვს! ბოლოს, მამუკა მდინარაძის ძალიან სწორ მინიშნებას მოვიშველიებ - „მიშაზე რომ გვეთქვა წინასწარ, კონტეინერით შემოვა, ხომ სასაცილოდ არავის ეყოფოდაო“, ტყუილია? ანალოგიურია ახლაც, ვითომ ხუმრობენ რადიკალები - ტყუილია „მაიდანის“ მოწყობის მცდელობაო, მაგრამ ერთს შეგახსენებთ ყველას, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძვლის გარეშე სახელმწიფო უშიშროებები განცხადებებს არ აკეთებენ და ფრთხილად, ემანდ ვინმე რამეს არ წამოასკდეთ!“, - ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი