229
18 სექტემბერი 2023, 15:03
რადიკალური ოპოზიციისთვის ცირკია მოლოტოვების სროლა, ცირკია კომიტეტებზე მაგიდაზე შეხტომა და მანდატურებთან ფიზიკურად გასწორება. რა თქმა უნდა მათ ჰგონიათ, რომ ისინი ცირკში არიან იმიტომ, რომ ძალიან უნიჭო კლოუნები არიან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„თვეების განმავლობაში, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვამბობდით, ახლა უკვე უსაფრთხოების სამსახურმა ეს ყველაფერი დაამტკიცა. ბუნებრივია,საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ იყვნენ ფხიზლად. ჩვენის მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღნიშნული მცდელობებიც კი არ იყოს, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერა მორალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე გამოწვევებით სავსე მსოფლიოში საქართველოს სახელმწიფოს უდგას ძალიან დიდი გამოწვევა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციისთვის ცირკია მოლოტოვების სროლა, კომიტეტებზე შეხტნენ მაგიდაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მანდატურებს. რა თქმა უნდა მათ ჰგონიათ, რომ ისინი ცირკში არიან იმიტომ, რომ ძალიან უნიჭო კლოუნები არიან“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |