თუკი სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ ცხადი იქნება, რომ სისხლიანი მაიდანი უცხოეთიდან ერთობლივად იყო დაგეგმილი და ამით მიიღებენ მათ სანატრელ ომს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
241 18 სექტემბერი 2023, 13:17
"ოპოზიციამ და მათმა ლობისტებმა კარგად იციან, რომ საქართველოში სისხლიანი მაიდანი ავტომატურად გადაიზრდება საქართველო-რუსეთს შორის დაპირისპირებაში და ამით მიიღებენ მათ სანატრელ ომს," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, თუკი თავდაპირველად სტატუსის მიღება ოცნება იყო ბევრი ქართველისთვის, დღეს იმდენად გაუფერულდა სტატუსის არსი, რომ თუნდაც არ მოგვანიჭონ, ქართველი ხალხი ამისთვის რევოლუციას არ მოაწყობს.


"დღეს გავრცელებული ინფორმაცია ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი არეულობის შესახებ იმ ეჭვებს ამყარებს, რომ სტატუსის არმონიჭებით საქართველოში რევოლუციის მოწყობა სურდათ შარშან და სურთ ახლაც. 

ეს აშკარად იკითხება იმ პროცესებიდან, რაც ამ პერიოდში ხდება: ქართული ოპოზიციის ბრძოლა იმისთვის, რომ სტატუსი არ მოგვცენ ოცნების ხელისუფლების პერიოდში და ეს ამბოხისთვის გამოიყენონ. ევროპელი პოლიტიკოსების მუდმივად დაუმსახურებელი კრიტიკა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე; უკრაინიდან ჩვენგან გაძევებული, ყოფილი კრიმინალი ხელისუფლების წევრების თუ უკრაინის მთავრობის ავანტიურა და ა.შ.


თუკი თავდაპირველად სტატუსის მიღება ოცნება იყო ბევრი ქართველისთვის, დღეს, ევროპელი პოლიტიკოსებისგან ამდენი დამცირებით, იმდენად გაუფერულდა სტატუსის არსი, რომ თუნდაც არ მოგვანიჭონ, ქართველი ხალხი ამისთვის რევოლუციას არ მოაწყობს. მაიდანი სურს ოპოზიციას და მის უცხოელ ლობისტებს. 

ოპოზიციამ და მათმა ლობისტებმა კარგად იციან, რომ საქართველოში სისხლიანი მაიდანი ავტომატურად გადაიზრდება საქართველო-რუსეთს შორის დაპირისპირებაში და ამით მიიღებენ მათ სანატრელ ომს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ აქეთკენ მიდის. საინტერესოა, რას იტყვის ჟოზეფ ბორელი ან სხვა ევროპელი ლიდერები ამ ფაქტებზე?" - წერს ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი