ზელენსკიმ საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობად 2021 წელს ბატურინის გათავისუფლება დააყენა და პრეზიდენტმა მისი ეს ულტიმატუმი შეასრულა. ახლა ბატურინი ზის კიევში და საქართველოში არეულობის შემსრულებლად გვევლინება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
169 18 სექტემბერი 2023, 12:56
ყველანაირი ლოგიკური ჯაჭვი იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში დიდი არეულობა სწორედ უკრაინაში მოქმედი ქართველი აგენტურის ხელით ხორციელდება, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შესახებ, რომელთა ინფორმაციითაც, რევოლუციური სცენარისთვის გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ზელენსკიმ საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობად ბატურინის გათავისუფლება დააყენა, ხოლო „მადამ პრეზიდენტმა მისი ეს ულტიმატუმი უპირობოდ შეასრულა. აი ახლა, სალომეს გაშვებული ბატურინი ზის კიევში და საქართველოში არეულობის გეგმების შემსრულებლად გვევლინება“.

„ყველანაირი ლოგიკური ჯაჭვი სწორედ იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში დიდი არეულობა მზადდება და არეულობა სწორედ უკრაინაში მოქმედი ქართველი აგენტურის ხელით ხორციელდება. თუ არ გახსოვთ, მე გაგახსენებთ, რომ ზელენსკიმ საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობად ბატურინის გათავისუფლება დააყენა, ხოლო მადამ პრეზიდენტმა მისი ეს ულტიმატუმი უპირობოდ შეასრულა. აი ახლა, სალომეს გაშვებული ბატურინი ზის კიევში და საქართველოში არეულობის გეგმების შემსრულებლად გვევლინება. ახლა ვეკითხები ზურაბიშვილს, ნუთუ არ გრძნობ იოტისოდენა პასუხისმგებლობას მაინც?“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი