ზურაბ ქადაგიძე: თუ ოპოზიციას უფიქსირდება მშობლისგან საჩუქარი არ იმჩნევენ, ჩვეულებრივი მოცემულობაა, ხოლო მთავრობის წევრისთვის დანაშაული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
197 16 სექტემბერი 2023, 12:48
“თუ ოპოზიციას უფიქსირდება მშობლისგან საჩუქარი არ იმჩნევენ, ჩვეულებრივი მოცემულობაა, ხოლო მთავრობის წევრისთვის დანაშაული”- ამის შესახებ “ ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს. 
 ქადაგიძე ოპოზიციის მისამართით აღნიშნავს: თქვენი რეალური სახეები კარგად იცის საზოგადოებამ. ამიტომაც ხართ არჩევნებიდან არჩვენებამდე რომ ღაფავთ სულს. “რა ბოროტი რამეა ეს არქივი?! პრემიერ-მინისტრს როგორ შეიძლება მამამ ფული აჩუქოსო, გაოცებულია ნაც-მედია, ნაც-ექსპერტობა და მთელი “შანტრაბა”… ნუ, თუ ოპოზიციას უფიქსირდება მშობლისგან საჩუქარი, არ იმჩნევენ, ჩვეულებრივი მოცემულობაა, ხოლო მთავრობის წევრისთვის დანაშაული. მოკლედ, ყველა ინსინუაციური კამპანია წააგეთ, ისეთი ბითურები ხართ, რომ თქვენმა მოფიქრებულმა ფეიკ-სკანდალმა ცოტა დიდი ხნით რომ გაძლოს და ერთ კვირაში არ გაბითურდეს ავტორივით, ეგეც არ შეგიძლიათ. ეს არქივები და თქვენი რეალური სახეები კარგად იცის საზოგადოებამ. ამიტომაც ხართ არჩევნებიდან არჩვენებამდე რომ ღაფავთ სულს!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი