ლევან ნიკოლეიშვილი ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე: თუ პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები ვართ, კონკრეტულად გვითხარით, ვინ რა საფრთხეს წარმოადგენს თუ რას აშავებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 15 სექტემბერი 2023, 20:57

ერთი მხრივ, ჩვენი პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები, მოგვიწოდებენ რომ საქართველოში არ იყოს პოლარიზაცია, თან მეორე მხრივ რადიკალურ ოპოზიციას ხელსაყრელ გარემოს უქმნიან სწორედ პოლარიზაციისათვისა და საზოგადოების დაპირისპირება-გახლეჩისათვის, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანა მტკიცებულებების წარდგენის გარეშე მოხდა, რამაც ოპოზიციას სპეკულაციების საბაბი მისცა. ექსპერტის თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე დაუწესდა სანქციები ფარცხალაძეს.

„ერთი მხრივ ჩვენი პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები, მოგვიწოდებენ რომ საქართველოში არ იყოს პოლარიზაცია, თან მეორე მხრივ რადიკალურ ოპოზიციას ხელსაყრელ გარემოს უქმნიან სწორედ პოლარიზაციისათვისა და საზოგადოების დაპირისპირება-გახლეჩისათვის. დიდის ამბით გვიცხადებენ პიროვნების დასანქცირებას, რომელიც უკვე დიდი ხანია არც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს და არც ხელისუფლებასთან არის კავშირში. ყველაზე გულდასაწყვეტი, გნებავთ მათივე ლექსიკით, რომ ვისაუბროთ აღმაშფოთებელი ის არის, რომ არ გვაქვს არც მტკიცებულებები და საერთოდ ჩვენი ინფორმირება ხდება, მხოლოდ პოსტ ფაქტუმ. საკითხავი სწორედ ეს გახლავთ, თუ პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები ვართ, კონკრეტულად და არა ზოგადად გვითხარით რა ხდება, ვინმე რა საფრთხეს წარმოადგენს თუ რას აშავებს, იქნებ ჩვენც გავერკვეთ და თქვენც დაგეხმაროთ. მგონი უსაფრთხოებიდან და თავდაცვიდან დაწყებული, ტერორიზმისა და ნარკოტრეფიკინგით დამთავრებული უამრავ საკითხზე ვთანამშრომლობთ. თუ ვინმე ისეთ საშიშროებას წარმოადგენს, რომელიც სანქცირებას ექვემდებარება, ჯერ ხელისუფლების ინფორმირება უნდა მომხდარიყო, არა ოპოზიციის, რომელსაც სპეკულაციის „კარგი“ საბაბი მიეცა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ არა დეპოლარიზაციას, არამედ სწორედ პოლარიზაციას შეუწყობს ხელს“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი