თამარ ჩიბურდანიძე: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მცდელობა - არ მოგვცენ სტატუსი, ამჯერადაც კრახით დასრულდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
228 15 სექტემბერი 2023, 18:28

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე დასკვნის გამოქვეყნებას განცხადებით ეხმაურება.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ეს დასკვნა ცრუა და საზოგადოების პოლარიზებას ემსახურება.

„საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, რომელთა პოლიტიკური შეხედულებები რატომღაც სრულად ემთხვევა ოპოზიციური პარტიების და მათი უცხოელი ლობისტების შეხედულებებს, საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნეს ევროკავშირის მიერ დაწესებულ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე.

ამ ცრუ დასკვნით, მათ კიდევ უფრო გააღრმავეს ის პოლარიზაცია, რისი აღმოფხვრისკენაც ხელისუფლებას მოუწოდებენ. დაპირისპირება და დეზინფორმაციით საზოგადოების გახლეჩა სწორედ მათი ხელშეწყობით ხდება და უმჯობესია, საკუთარ თავზე აიღონ ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციასთან ერთად.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მარტივი რამ არის გასაკეთებელი - აიძულონ ოპოზიციური პარტიები და მათი ტელევიზიები უარი თქვან ოლიგარქ კეზერაშვილის ფულებზე. ასევე, თავადაც ნუ მოისყიდიან თავს უკრაინაში თუ სხვა ქვეყანაში მცხოვრები ოლიგარქების ფულებით.

თუ ნამდვილად არიან დაინტერესებულნი საზოგადოებრივი ორგანიზაციები სტატუსის მიღებით, ამას გააკეთებენ და საკუთარ თავზედაც აიღებენ პასუხისმგებლობას. სხვა შემთხვევაში მათი სიტყვები და ე.წ. დასკვნა არის სიყალბე და პირიქით, ემსახურება საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების შექმნას ხელისუფლების წინააღმდეგ და ამით ირიბად ეხმარებიან ოპოზიციას. ასევე, ევროპაში ოპოზიციის ლობისტებს ზურგს უმაგრებენ საქართველოდან, რომ სტატუსი არ მოგვანიჭონ.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მცდელობა, არ მოგვცენ სტატუსი, ამჯერადაც კრახით დასრულდება.“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი