ჩვენი შვილების რუსებთან საზარბაზნე ხორცად გადაქცევის ცნობილი პოპულარიზატორის (გონჩარენკოს) შვილმა საკუთარ ქვეყანასთან მიმართებით ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო - სასწავლებლად ამსტერდამში მამასთან ერთად წავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
259 15 სექტემბერი 2023, 15:07
"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი უკრაინელი დეპუტატის, ალექსი გონჩარეკოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, სადაც გონჩარენკო თავის შვილთან ერთად არის ფოტოზე და წერს, რომ მისი შვილი ამსტერდამში ისწავლის. 

ქართველიშვილი წერს, რომ ეს ის გონჩარენკოა, რომელიც ქართველების უკრაინის ომში მონაწილეობის პროპაგანდას ეწეოდა, საკუთარი შვილი კი, ომის დროს ამსტერდამში გაუშვა სასწავლებლად. 

"ეს რაც ვიცით, და რამდენი არ ვიცით კიდევ. იმ უკრაინელი დეპუტატის, "ლიოშა" გონჩარენკოს სამობილიზაციო ასაკის უფროსი ვაჟი სასწავლებლად ამსტერდამში, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში წასულა მამასთან ერთად.
ჩვენი შვილების რუსებთან საზარბაზნე ხორცად გადაქცევის ცნობილი პოპულარიზატორის შვილმა საკუთარ ქვეყანასთან მიმართებითაც ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენმა ბავშვებმა უნდა იმუშაონ უკრაინის განვითარებისთვის და არა მისი განადგურებისაგან გამოსახსნელად“ - გაგვახსენა ოლექსი გონჩარენკომ  ამ სიტყვებით დიდი ქართველი "პატრიოტის" დავით უსუფაშვილის ანალოგიური მოსაზრება.
ასე რომ, გონჩარენკოს შვილს აქვს არჩევანი: თუ მოინდომებს, კონფლიქტის დასრულების შემდეგ დაბრუნდება ქვეყანაში; თუ მოინდომებს, ევროპაში დარჩება. ეს "კარგი" არჩევანია. მას მოკლებულია გამანადგურებელ ომში გახვეული მოსახლეობის დანარჩენი, ჩვეულებრივი მოსახლეობა. ამ დღეებში კიევის რეჟიმის კულუარებში გაიჟღერა საკანონმდებლო ინიციატივის ნარატივმა - სამობილიზაციო ასაკი 16 წლიდან იწყებოდეს. ანუ, თავისებური "ზელე-იუგენდის" მსგავსი რამ უნდა შეიქმნასო. აბა რა ქნან, როდესაც შეძლებული, სამობილიზაციო ასაკის რეზერვისტები საზღვარგარეთ დეზერტირობას ამჯობინებენ," - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი