ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის შესახებ გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნაზე: ჩვენ რა პირით და ნამუსით გვიწუნებთ ან სასამართლო სისტემას, ან ადამიანის უფლებების დაცვაზე როგორ გვესაუბრებით ან საარჩევნო სისტემაზე?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 12 სექტემბერი 2023, 15:41

„მიიღეთ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოთ, რომ ადამიანის უფლებების შესახებ განათლება” - ეს გახლავთ ფრაზა გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნიდან და რომელიმე განვითარებად ქვეყანას კი არ ეხება, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე გამოთქმულია შეშფოთება იმის შესახებ, კვლავ ხდება არამოქალაქეების თვითნებური დაკავება გუანტანამოს ციხეში, სადაც მათ არ აქვთ სისხლის სამართლის სისტემაზე ეფექტური და თანაბარი ხელმისაწვდომობა, მათ ასევე არ ეძლევათ ადეკვატური მკურნალობის საშუალება არ აქვთ, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის შესახებ გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნასთან დაკავშირებით.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ადამიანის უფლებების მსგავსი დარღვევის ფონზე, ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ როგორ ესაუბრება აშშ სასამართლო სისტემის და სხვა სახის პრობლემებზე საქართველოს, რასაც ევროპარლამენტარებიც იმეორებენ.

"„მიიღეთ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოთ, რომ ადამიანის უფლებების შესახებ განათლება”-ეს გახლავთ ფრაზა გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნიდან და რომელიმე განვითარებად ქვეყანას კი არ ეხება, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე გამოთქმულია შეშფოთება იმის შესახებ, კვლავ ხდება არამოქალაქეების თვითნებური დაკავება გუანტანამოს ციხეში, სადაც მათ არ აქვთ სისხლის სამართლის სისტემაზე ეფექტური და თანაბარი ხელმისაწვდომობა, მათ ასევე არ ეძლევათ ადეკვატური მკურნალობის საშუალება არ აქვთ. იგივე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ რასობრივი და ეთნიკური უმცირესობებისთვის შეზღუდული საარჩევნო უფლებების შესახებ, ასევე ყურადღება გამახვილებულია ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე. ძალიან მძიმე დასკვნაა ვერაფერს იტყვი. თუმცა აშშ ბოლომდე არ, მაგრამ მაინც ეთანხმება გაერო-ს კომიტეტს, რომელსაც თურმე სუსტი არგუმენტებით ამყარებს. აშშ-მ და სხვა ქვეყნებმაც პრინციპში თავის საქმე იციან და სავარაუდოდ მსგავს პრობლემებს ალბათ მოაგვარებენ, მაგრამ...დიახ აქ ჩნდება მარტივი და ლოგიკური კითხვა, ჩვენ რა პირით და ნამუსით გვიწუნებთ ან სასამართლო სისტემას (პირდაპირ ჩარევის მცდელობას, რომ თავი დავანებოთ) ან ადამიანის უფლებების დაცვაზე როგორ გვესაუბრებით ან საარჩევნო სისტემაზე? და ამ ყველაფერს თქვენთან ერთად ორკესტრირებულად ევროპარლამენტარებიც იმეორებენ ეს როგორ ხდება?! ამიტომაცაა, რომ ხშირად, ამჯერად რბილად ვიტყვი გაუგებრობა, რის გამოც ჩვენ პირდაპირ ვგრძნობთ მავანთა მიერ ჩვენს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას, თორემ რაც გასაკეთებელი და გამოსასწორებელია ამაზე მუდმივად ვმუშაობთ, იმედია ამერიკელებიც თავის მხრივ თავისთან არ დააკლებენ ძალისხმევას და ბევრ რამეს გამოასწორებენ, მანამდე მაინც სანამ ჩვენ რაიმეს გაკეთებას მოგვიწოდებენ." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი