დავით ქართველიშვილი აშშ ელჩის მომავალ მოადგილეზე: ალან პერსელი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისათვის მაღალი რისკის მატარებელი პროფესიონალია, უდიდესი ალბათობით – სპეცსამსახურების სტაჟიანი თანამშრომელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
249 11 სექტემბერი 2023, 11:15
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის კანდიდატურასთან დაკავშირებით ვრცელ ანალიზს ავრცელებს. 

ქართველიშვილის თქმით, ამ პოზიციაზე ალან პერსელის შერჩევა საქართველოში „მძიმე არტილერიის“ გადმოსროლის ტოლფასია.

„საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლასთან ერთად, საელჩოს ახალი კადრების დაკომპლექტების პროცესში, ჩვენი უკრაინელი „წყარო-მეგობრები“ ჩვენს ყურადღებას ამახვილებენ მათთვის ძალზე კარგად ცნობილ პიროვნებაზე – ალან პერსელზე, რომელიც თბილისში ელჩის მოადგილის პოზიციაზე მოგვევლინება. ჩვენი წყაროების ინფორმაციით, ეს ფაქტი საქართველოში უკვე „მძიმე არტილერიის“ გადასროლის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ ალან პერსელზე ღია წყაროებში ინფორმაცია ძალზე მწირია, მის შესახებ მონაცემები იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ მოგვიწევს მასთან გაცნობის „სიამოვნების“ ოდნავ გაწელვა. თანაც ალბათ, ერთი პუბლიკაციით ვერ შემოვიფარგლებით.

თავშივე შეგვიძლია ვივარაუდოთ – ალან პერსელი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისათვის მაღალი რისკის მატარებელი პროფესიონალია, უდიდესი ალბათობით – სპეცსამსახურების სტაჟიანი თანამშრომელი, მაღალი დაშვებით – საქართველოში დანიშნულია კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად, როგორც ,,საბრძოლო გამოცდილების“ მქონე პირი. საქართველოში დანიშვნამდე იყო სახელმწიფო დეპარტამენტში შემავალი სხვადასხვა ბიუროს წამყვანი სპეციალისტი, კავკასიის საკითხთა და რეგიონული კონფლიქტების სამსახურის დირექტორის მოადგილე (2011-2013 წწ), ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს ევროპულ საქმეთა ოფისის დირექტორი (2018-2019 წწ); შუალედებში გახლდათ პოლიტიკური მრჩეველი საელჩოში, კიევში (2014-2017 წწ). ალან პერსელის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში თითქმის არ იძებნება – მცირე გამონაკლისის გარდა, მაგალითად, ვიქტორ კილიმნიკის საქმეზე მისი მოწმედ დაკითხვის სახით.

ვიქტორ კილიმნიკი აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ დადანაშაულებულ იქნა 2016-2020 წლებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში (გამოცხადებულ იქნა რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლად, 2018 წლიდან იძებნებოდა FBI-ის მიერ). ხსენებული სასამართლო პროცესის დროს, ალან პერსელის დაკითხვის ოქმიდან შესაძლებელი გახდა მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, კერძოდ:

✓ 2014-2017 წლებში იკავებდა უკრაინაში, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების ხელძღვანელის პოზიციას (გამოკითხვის ოქმში მოხსენიებულია სწორედ ამდაგვარად).

✓ ალან პერსელი „ეფ-ბი-აი“-სთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ კილიმნიკთან, აშშ-ის საელჩოსა სპეცსამსახურების ურთიერთობა იყო გასაიდუმლოებული და მის სახელს ცნობებში არ ახსენებდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ არ მომხდარიყო ინფორმაციის „ვიკილიქსის“ მასალებში ,,გაჟონვა“.

✓ აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, სპეცსამსახურები საელჩოს თანამშრომლებს საკუთარ წყაროებს არ უმხელენ და მათ ვინაობაზე წვდომა პერსელს შეეძლო მიეღო მხოლოდ იმ სავარაუდო შემთხვევაში, თუ თავად წარმოადგენს სპეცსამსახურებთან მაღალი დაშვების მქონე პირს.

✓ პერსელის თქმით, კილიმნიკი იყო აგენტი, რომელიც იძლეოდა დეტალურ ინფორმაციას იანუკოვიჩის ადმინისტრაციაში მიმდინარე პროცესებზე (მათ შორის იმაზე, თუ როგორ ყალბდებოდა არჩევნები იანუკოვიჩის მთავრობის მიერ) და აწვდიდა მათ დადასტურებულ, პოლიტიკურ დასკვნებს. თუმცა მისი განცხადებით, ის არ თანამშრომლობდა მხოლოდ ამერიკულ მხარესთან, რაც იწვევდა მათ შეშფოთებას (მაგალითად მოჰყავს იტალიის ელჩი).

როგორც აღვნიშნეთ, უკრაინაში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ განყოფილებას ის კურირებდა 2014-2017 წლებში – „მაიდანის“ შემდეგ. სწორედ ხსენებულ პერიოდში იყო უკრაინაში ინტეგრირებული მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. აღსანიშნავია, რომ მის საქმიანობის კურატორობას სახელმწიფო დეპარტამენტიდან უკეთებდნენ ვიქტორია ნულანდი და ჯორჯ კენტი, რომლებიც ამავდროულად ასევე სააკაშვილის კურატორ-ლობისტებს წარმოადგენენ. სწორედ ხსენებულმა პირებმა შექმნეს და კურირებდნენ უკრაინაში ანტიკორუფციულ ხაზს (დავით საყვარელიძე, გიზო უგლავა, ეკა ზღულაძე და ა.შ.). მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნით, უკრაინიდან გაყვანილ იქნენ კენტი, პერსელი და ვიქტორია ნულანდთან დაკავშირებული სხვა დიპლომატიური კადრები, ვინაიდან ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის საელჩოს ძველ „სტაფს“ (იგულისხმებიან „დემოკრატების“ კადრები), აშკარად  და ღიად ემუქრებოდა უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო, რომელიც აზიარებდა დონალდ ტრამპისა და მისი შვილის, უმცროსი ტრამპის, მათთან დაკავშირებით დაწერილ დამცინავ პოსტებს. ,,არ გადართოთ“ – ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით…” - წერს დავით ქართველიშვილი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი