გია გაბრიჭიძე: ყველაზე ამორალური ის არის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი ხარჯებით შვილის ამერიკაში წაყვანის ამბავს ტყუილითა და მდაბიო სიყალბით რომ ავრცელებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
230 09 სექტემბერი 2023, 13:21

აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, თუ როგორ იხარჯებოდა საქართველოს ბიუჯეტის თანხები ისეთი ადამიანების მოგზაურობებში, რომელთაც არანაირი შეხება არ ჰქონდათ არამც თუ სახელმწიფოს ბიუჯეტის თანხების გამოყენებასთან, ზოგ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებიც არ იყვნენ - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ამორალურია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი ხარჯებით შვილის ამერიკაში წაყვანის ამბავს ტყუილითა და მდაბიო სიყალბით ავრცელებენ.

„ერთხელ კიდევ დავუბრუნდები იმ ჭყლოპინს, რომელიც აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ატყდა და რომელიც სხვადასხვა ოფიციალური განმარტებების შემდეგაც არ ცხრება.
არ მიყვარს ასეთი შედარებები, მაგრამ აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, თუ როგორ იხარჯებოდა საქართველოს ბიუჯეტის თანხები ისეთი ადამიანების მოგზაურობებში, რომელთაც არანაირი შეხება არ ჰქონდათ არამც თუ სახელმწიფოს ბიუჯეტის თანხების გამოყენებასთან, ზოგ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებიც არ იყვნენ.

კარგი, არაფერს ვიტყვი გიული ალასანიას სხვადასხვა სამგზავრო ხარჯებზე. მაინც დედაა და შეიძლება „ქართულ პონტში" გაუგო. ნუ მოუნდა დედას სადღაც წასვლა. მაგ: ქობულეთში, ან პოლონეთში და შვილს იმ წუთში ჯიბეზე ფული არ ჰქონდა. რას იზამ, ხდება ხოლმე.

ნუ კაი, თემურ ალასანია ბიძაა და ერთი-ორი 2000-ლარიანი მგზავრობა რა სათქმელია (მერე რა, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის), მაგრამ ვერა ქობალიას და "რა მოხელე ნაჩალნიკი“ იყო, სასტუმროს ხარჯები ბიუჯეტმა რომ გადაუხადა?

ირონიას გვერდზე გადავდებ და პირდაპირ ვიტყვი - ყველაზე ამორალური ის არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი (ვიმეორებ - საკუთარი) ხარჯებით შვილის ამერიკაში წაყვანის ამბავს ტყუილითა და მდაბიო სიყალბით რომ ავრცელებენ.“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი