თამარ ჩიბურდანიძე ნიკა მელიას საქმეზე: გახარიას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, იმ პარტიის თავმჯდომარეობიდანაც უნდა გადადგეს, პრეზიდენტზე აღარაფერს ვამბობ...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
232 07 სექტემბერი 2023, 17:19
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე განცხადებით ეხმაურება იმ ფაქტს, რომ სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაკავების საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ გახარიას, რომელიც ნიკა მელიას გამო გადადგა თანამდებობიდან, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, თავისი პარტიის თავმჯდომარეობიდანაც უნდა გადადგეს და პოლიტიკისგან ხელმოცარული სახლში წავიდეს.
 „სტრასბურგის სასამართლომ უკვე მერამდენედ სილა გააწნა ქართულ ოპოზიციას. მაზოხისტების გარდა არავინ ჩაიდენს იმას, რასაც ესენი აკეთებენ. რამდენჯერ უნდა გააგზავნონ საჩივარი სტრასბურგში და რამდენჯერ უნდა დამარცხდნენ სამართალთან? სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამჯერადაც იყო საქართველოს ხელისუფლების სამართლიანი და ოპოზიციის უსამართლო ქმედების აღიარება. ამდენი მარცხის უნდა რცხვენოდეთ, მაგრამ აქვთ კი სირცხვილის ძარღვი? სინდის-ნამუსს რომ თავი დავანებოთ, იმდენს მაინც უნდა ხვდებოდეს ოპოზიცია, რომ ამდენი მარცხის შემდეგ საკუთარ ამომრჩევლებში რეიტინგს კარგავენ. არ ვიცი, რისი იმედი აქვთ, როდესაც სტარასბურგში ტყუილებით სავსე განაცხადს აგზავნიან, მაგრამ ფაქტი სახეზეა, გადამწყვეტი არჩევნების წინ ხელისუფლებამ ოპოზიციას კიდევ ერთი რაუნდი ბრწყინვალედ მოუგო. გიორგი გახარიამ ნიკა მელიას გამო დატოვა უმაღლესი თანამდებობა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ გახარიას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, იმ პარტიის თავმჯდომარეობიდანაც უნდა გადადგეს და პოლიტიკისგან ხელმოცარული სახლში წავიდეს. რაც შეეხება პრეზიდენტს, რომელმაც შეიწყალა „პოლიტპატიმარი“ ნიკანორ მელია, მასზე აღარაფერს ვამბობ, ისედაც ეყოფა რაც ჭირს...“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი