თამთა მეგრელიშვილი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური საკითხია და სამართლიანობის პირობებში ქართული სახელმწიფო მას მიიღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 06 სექტემბერი 2023, 10:10

ევროპა დიდი ხანია აღარ არის უბრალოდ გეოგრაფია, ევროპა იდეაა. თავისუფლების, თანასწორობის, მშვიდობის იდეა, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი და საქართველოს უახლოეს ისტორიას იხსენებს.

„ჩვენი ყოფა, ისტორიული წარსული დიდწილად ჩვენი ევროპელობის დასტურია. 1999 წლის 27 იანვარს, როდესაც სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას, დარბაზში შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ მიმართა - „ვართ ძალიან ბედნიერი და ამაყი, რომ ჩემს თაობას, ჩვენს თაობას აქვს პრივილეგია - თქვას ამ დარბაზში ძალიან მარტივი სიტყვები: მე ვარ ქართველი და მაშასადამე - ვარ ევროპელი“.

ქართველი პოლიტიკოსის ეს სიტყვები საქართველოს მიერ ევროპული ოჯახის კარის გაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა. ევროსაბჭოში გაწევრიანება ნიშნავდა იმის აღიარებას, რომ პოლიტიკურად საქართველო არის ევროპა, ევროსაბჭოს წევრობა აუცილებელი პირობაა, ერთგვარი აუცილებელი საშვია ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

წლები გავიდა. ქართული სახელმწიფო დღეს უფრო ახლოს არის ევროკავშირთან - გაფორმებული აქვს ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება და ვიცავთ ისეთ უცვლელ ფასეულობებს როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

მან ასევე საქართველოს ევროპულ გზაზე მოქმედი ხელისუფლების ძალისხმევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" თავისი საქმით არის ყველაზე ევროპული პოლიტიკური ძალა.

„უახლესი ისტორიის გაანალიზებით "ქართული ოცნება" თავისი საქმით არის ყველაზე ევროპული პოლიტიკური ძალა, რომელიც იცავს ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას და ქმნის უკეთესი ევროპული მომავლის შესაძლებლობას.
ამ პოლიტიკური ძალის სიტყვა საქმეა და საქმეს მოაქვს შედეგი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის მყარ მოლოდინს ქართული სახელმწიფო გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში.
საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აქ კარგად ჩანს განსხვავება - ვინ არიან ნამდვილი მეგობრები და ვინ ყალბი, ვითომ მეგობრები და სინამდვილეში მტრები. უნგრეთი, ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა საქართველოს მეგობარია.
ქართული სახელმწიფოს, სახელისუფლებო გუნდის და პრემიერ-მინისტრის სწორი პოლიტიკით ვიქტორ ორბანთან და სხვა ნამდვილ მეგობრებთან ურთიერთობა ფულზე არ იცვლება.
ისინი ხედავენ, ისინი აფასებენ იმ დიდ ძალისხმევას, რასაც ქართული ოცნება იჩენს იმისათვის, რომ ქართულმა სახელმწიფომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური საკითხია და სამართლიანობის პირობებში ქართული სახელმწიფო მას მიიღებს და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხზე მხოლოდ ფულზე გაყიდული "მესიჯებია" და სხვა არაფერი.
წარმატებები და მეტი ობიექტურობა დაუძინებელი მეგობრების მხრიდან ჩვენს ქართულ სახელმწიფო“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი