რომან გოცირიძე: როდესაც ყველაფრის სუბსიდირება ხდება, მათ შორის უცხოელ პოპ-მომღერალთა კონცერტების, რა დააშავა ნაკელმა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
234 05 სექტემბერი 2023, 23:05

როდესაც უხარისო ვაშლიდან დაწყებული თხილით დამთავრებული, ყველაფრის სუბსიდირება ხდება, მათ შორის უცხოელ პოპ-მომღერალთა კონცერტების,  რა დააშავა ნაკელმა? - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ნაკელი აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, ამდიდრებს მას მცენარისათვის საჭირო საკვები ნივთიერებებით და ხელს უწყობს  ბიოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას.
ნაკელი ძირითადი ორგანული სასუქია. ის წარმოადგენს ცხოველის მაგარ და თხევად გამონაყოფთა ნარევს საფენთან, რომელსაც განუცდია ნაწილობრივ ლპობა.
როდესაც უხარისო ვაშლიდან დაწყებული თხილით დამთავრებული, ყველაფრის სუბსიდირება ხდება, მათ შორის უცხოელ პოპ-მომღერალთა კონცერტების,  რა დააშავა ნაკელმა? მივმართავ მთავრობას, ნიადაგში შეტანილ ყოველ ერთ კილოგრამ ნაკელზე გაიცეს 10 თეთრი სუბსიდიის სახით. ამით აღორძინდება ნაკელის წარმოება და ქართული სუბსიდირების მაგალითები  სახელს გაუთქვამს ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით. იგი ტურისტების მოსაზიდადაც შეიძლება იქნას გამოყენებული  
ნუ ჩაგრავთ ნაკელს, მეტად საჭირო რამ არის!:)))“- წერს გოცირიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი