ვატო ქიზიყურაშვილი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე: ამ გაურკვეველი შეკრებით რუსეთს კი არა, საქართველოს ებრძვიან. მერამდენედ ცდილობენ ქართველი ხალხი შეცდომაში შეიყვანონ და აღასრულონ თავიანთი რევოლუციური სცენარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
256 05 სექტემბერი 2023, 18:21

ამ გაურკვეველი შეკრებით რუსეთს კი არა, საქართველოს ებრძვიან. უკვე მერამდენედ ცდილობენ ქართველი ხალხი შეცდომაში შეიყვანონ და აღასრულონ თავიანთი რევოლუციური სცენარი, - ასე აფასებს კონსერვატიული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წევრი ვატო ქიზიყურაშვილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას.

როგორც ვატო ქიზიყურაშვილი აღნიშნავს, ისინი ქართველი ხალხის სახელით გველაპარაკებიან. თუმცა ვის გულისხმობენ ამ ქართველ ხალხში, ეს დიდ შეკითხვად რჩება

„რუმსის“ დღევანდელი შეკრება ღიმილისმომგვრელია. დრო წინ მიდის, კონფერენციის წევრები კი ერთ ადგილას გაყინულნი დგანან. ამის ნათელი დასტურია 2019 წლის სექტემბრის კონფერენცია იმავე „რუმსში“. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს ის კონფერენციაა, როდესაც ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ბატონმა კრამერმა უხეშად მიმართა ქართველ ჟურნალისტებს, დაუყვირა და ხელი ჰკრა მაშინდელ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ქალბატონ ირმა ინაშვილს. ალბათ, ყველასთვის ნათელია, ეს რომ რომელიღაც ქართველ პოლიტიკოსს გაეკეთებინა დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში, რა რეაქციებს გამოიწვევდა და რა ქარცეცხლში გატარდებოდა. მაგრამ ეს შეუმჩნეველი დარჩა, მაშინაც ხომ „ებრძოდნენ" რუსეთს „რუმსის“ კედლებიდან. მას შემდეგ მსოფლიო შეიცვალა, უკრაინის ომმა ძირეულად დააკორექტირა აქამდე არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა. ალბათ ერთი რამ, რაც უცვლელია, ეს „რუმსის“ კონფერენციებია, თავისი გაურკვეველი თემატიკით.

ამ სიტყვების დასტურად აიღეთ 2019 წლის კადრები და შეადარეთ ისინი დღევანდელს. ერთადერთი განსხვავება იქნება ის, რომ სიტყვა „უკრაინას“ დღეს უფრო ხშირად ახსენებენ, რომელზეც თითქოს ძალიან გული შესტკივათ „რუმსის“ კედლებიდან.

რეალურად, ამ გაურკვეველი შეკრებით რუსეთს კი არა, საქართველოს ებრძვიან. უკვე მერამდენედ ცდილობენ ქართველი ხალხი შეცდომაში შეიყვანონ და აღასრულონ თავიანთი რევოლუციური სცენარი.
ისინი ქართველი ხალხის სახელით გველაპარაკებიან. თუმცა ვის გულისხმობენ ამ ქართველ ხალხში, ეს დიდ შეკითხვად რჩება“, - წერს ვატო ქიზიყურაშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი