ლევან ნიკოლეიშვილი „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობაზე: არც სტრატეგიულ პარტნიორს რომ არ უჩნდება შეკითხვები და არც ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ სპექტრს, ეს სხვა საკითხია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
193 05 სექტემბერი 2023, 16:52

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის „Cornerstone Government Affairs“-ის გასული სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლითაც ირკვევა, რომ Cornerstone-მა, 2023 წლის მაისიდან, აქტიურად დაიწყო ტელეკომპანია „ფორმულას“ ლობირება და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მიკერძოებული ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ნიკოლეიშვილის თქმით, ლობისტური ორგანიზაციის მხრიდან უჩვეულო არაფერია, ფულს უხდიან ისიც შეკვეთის მიხედვით თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ არც სტრატეგიულ პარტნიორს, რომ არ უჩნდება შეკითხვები და არც ჩვენი ქვეყნის ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ სპექტრს, თუ რამდენად მორალურია და რამდენად ნორმალურია ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი ქმედება ეს სხვა საკითხია.

„ფაქტობრივად მივეჩვიეთ იმას რომ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, ამერიკული FARA-ს (Foreign Agents Registration Act-უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი) მეშვეობით პერიოდულად ქვეყნდება ინფორმაციები საქართველოს მავნებლების მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ლობიზმის შესახებ. ამჯერად ვიგებთ, ლობისტური კომპანიის „Cornerstone Government Affairs“-მა, თითქმის ნახევარ მილიონ დოლარად ($420,000) „2023 წლის მაისიდან, აქტიურად დაიწყო ტელეკომპანია ფორმულას ლობირება და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მიკერძოებული ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და სხვა ორგანიზაციებს.“ ლობისტური ორგანიზაციის მხრიდან უჩვეულო არაფერია, ფულს უხდიან ისიც შეკვეთის მიხედვით თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ არც სტრატეგიულ პარტნიორს, რომ არ უჩნდება შეკითხვები და არც ჩვენი ქვეყნის ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ სპექტრს, თუ რამდენად მორალურია და რამდენად ნორმალურია ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი ქმედება ეს სხვა საკითხია. აქ რა თქმა უნდა მოქმედებს პრინციპი მიზნის მისაღწევად ყველაფერი დასაშვებია, თან თუ ეს მიზანი არსებული ხელისუფლების ჯერ დისკრედიტაცია, შემდეგ შეცვლა, საბოლოოდ კი შეცვლილის ან ახლის დამონება დამორჩილება გახლავთ. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებასაც და ხალხსაც, რომელსაც მონობაში ცხოვრება არ უყვართ, სრული უფლება აქვთ მკაცრად მიჰყვნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპს, ხოლო მონობისა და დამონების მსურველთ სათანადო ადგილი მიუჩინონ, ამისთვის კი როგორ დიპლომატიური, ასევე კანონიერი მეთოდებიც არსებობს“, - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი