გია აბაშიძე: ავაზაკი კეზერაშვილი არამხოლოდ თავისი ჯიბის ტელეკომპანია „ფორმულას“ პრომოსთვის იხდის მოპარულ ფულს, არამედ საქართველოს „გაშავებისთვისაც“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
208 05 სექტემბერი 2023, 14:02

ე.წ. „რუსული კანონის" შთამაგონებელმა, აშშ-ში უცხოელი აგენტების გამომვლენმა სისტემა FARA-მ (Foreign Agents Registration Act/უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი) გვამცნო, რომ მაისიდან დღემდე Cornerstone Government Affairs-მა ძებნილი ოლიგარქისგან „ფორმულას“ ლობირებისთვის $110 ათასი მიიღო - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, კონტრაქტის მიხედვით, ხსენებული ლობისტური კომპანია ამერიკელ პოლიტიკურ აქტორებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტური ჯგუფი ჯამში დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს იღებს. მისი თქმით, მარგინალი „ნაცბაბლისა“ და მათი უცხოელი მოკავშირეების სიცრუითა და მანიპულაციებით გაჟღენთილი „მესიჯბოქსი“ „დაჟანგდა“ პოლიტტექნოლოგიურ კაპიტალურ შეკეთებასაც აღარ ექვემდებარება.

„ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი კი ხარჯავს უდიდეს თანხებს მავნებლური ლობიზმისთვის, მაგრამ, ტრადიციულად, წარუმატებელია. ე.წ. "რუსული კანონის" შთამაგონებელმა, აშშ-ში უცხოელი აგენტების გამომვლენმა სისტემა FARA-მ (Foreign Agents Registration Act/უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი) გვამცნო, რომ მაისიდან დღემდე Cornerstone Government Affairs-მა ძებნილი ოლიგარქისგან "ფორმულას" ლობირებისთვის $110 ათასი მიიღო. კონტრაქტის მიხედვით, ხსენებული ლობისტური კომპანია ამერიკელ პოლიტიკურ აქტორებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტური ჯგუფი ჯამში დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს იღებს. მარტივად - ავაზაკი კეზერაშვილი არა თავისი ჯიბის ტელეკომპანია "ფორმულას" [მუდმივად ურეიტინგოაპრომოსთვის იხდის მოპარულ ფულს, არამედ საქართველოს 'გაშავებისთვის'. თუმცა, როგორც კეზერაშვილის, ასევე სააკაშვილის გაცილებით მეტი დანახარჯი უცხოეთში ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისთვის უშედეგოა, რადგან რეპუტაციაშელახული ნაცლობისტიების ბლა ბლას საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყურადღებას აღარ აქცევს. რაში იხდიან მილიონებს რევანშიზმის მესვეურები? ეფექტი არ აქვს. მარგინალი „ნაცბაბლისა“ და მათი უცხოელი მოკავშირეების სიცრუითა და მანიპულაციებით გაჟღენთილი „მესიჯბოქსი“ „დაჟანგდა“. პოლიტტექნოლოგიურ კაპიტალურ შეკეთებასაც აღარ ექვემდებარება. უსამშობლო ელემენტები დიდი ხანია ჩამოწერა ქართულმა საზოგადოებამ. „ - წერს აბაშიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი