ნინო ფოჩხუა FARA-ს დოკუმენტზე: საინტერესოა რატომ არ იღებენ ხმას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და აქაური ოპოზიციური პარტიები ასეთ და მსგავს მხილებებზე, ეს ხომ ავტომატურად ხდის მათ ამ სიცრუის მხარდამჭერებად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
190 05 სექტემბერი 2023, 13:50

ჩალის ფასი აქვს დესტრუქციული ოპოზიციის ყოველგვარ მცდელობას როგორმე შეარყიონ ქვეყანა და ძველი შემადგენლობით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. არ ერიდებიან ტყუილს, ცილისწამებას, ყველა მიუღებელი მეთოდით ბრძოლას ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

ექსპერტის თქმით, საინტერესოა რატომ არ იღებენ ხმას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და აქაური ოპოზიციური პარტიები ასეთ და მსგავს მხილებებზე, ეს ხომ ავტომატურად ხდის მათ ამ სიცრუის მხარდამჭერებად.

„ჩალის ფასი აქვს დესტრუქციული ოპოზიციის ყოველგვარ მცდელობას როგორმე შეარყიონ ქვეყანა და ძველი შემადგენლობით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. არ ერიდებიან ტყუილს, ცილისწამებას, ყველა მიუღებელი მეთოდით ბრძოლას ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. აი კიდევ ერთი მხილება, რომელიც ამერიკის იუსტიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ამჯერად, საქმე ეხება ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობას. წარმოიდგინეთ რა რაოდენობის თანხა (ნახევარი მილიონი) ერიცხება ლობისტურ კომპანიას, რათა გაავრცელოს საქართველოს მმართველ პარტიასა და მის ლიდერებზე ცრუ და შეურაცხმყოფელი განცხადებები. საინტერესოა რატომ არ იღებენ ხმას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და აქაური ოპოზიციური პარტიები ასეთ და მსგავს მხილებებზე, ეს ხომ ავტომატურად ხდის მათ ამ სიცრუის მხარდამჭერებად და ეს ხომ პირდაპირ აისახება მომავალი არჩევნების შედეგზე ან რა აზრი აქვს კონფერენციებს, ტელეეკრანებთან ყელყელაობას, უაზრო ქუჩის აქციებს, როცა 2024 წლის არჩევნების შედეგი უკვე სახეზეა”. - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი