გურამ მაჭარაშვილი: ქართული საზოგადოება ვემზადებით, 2024 წელს დემოკრატიული არჩევნებისთვის. „რადიკალური ოპოზიცია“ და მათი პატრონები ემზადებიან რევოლუციისთვის, გაყალბებისთვის, რადიკალური პროცესებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
219 04 სექტემბერი 2023, 13:38
რადიკალური ოპოზიცია“ და მათი პატრონები ე.წ. ინსტიტუტების და კონფერენციების სახით, პირდაპირ და აშკარა შეტევაზე გადადიან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ - საზოგადოება ამას ხედავს“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერი გურამ მაჭარაშვილი, თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობას.

მაჭარაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ე.წ. კონფერენციაზე, სადაც რადიკალურ პროცესებზე და რევოლუციურ სცენარებზეა საუბარი არაფერი ესაქმება. 


„ჩვენ და ქართული საზოგადოება ვემზადებით, 2024 წელს დემოკრატიული არჩევნებისთვის. „რადიკალური ოპოზიცია“ და მათი პატრონები ემზადებიან რევოლუციისთვის, გაყალბებისთვის, რადიკალური პროცესებისთვის. 

ბუნებრივია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას იმ ე.წ. კონფერენციაზე, სადაც ტყუილებზე აგებულ რადიკალურ პროცესებზე და რევოლუციურ სცენარებზე იქნება საუბარი, იქ არაფერი ესაქმება. მთავარია ის, რომ საქართველოსთვის  დღის წესრიგი არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რაც დარწმუნებული ვარ მოხდება. „კარგი“ ის არის, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ და მათი პატრონები ე.წ. ინსტიტუტების და კონფერენციების სახით, პირდაპირ და აშკარა შეტევაზე გადადიან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ - საზოგადოება ამას ხედავს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი